არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი: მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან
„მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ემიგრანტებისთვის ჩვენი პატრიარქი. პატრიარქს ყველა უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებულ სიყვარულს, განსაკუთრებულ სითბოს იჩენდა ხოლმე ჩვენი ემიგრანტების მიმართ“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ემიგრანტებმა განსაკუთრებულად შეიყვარეს პატრიარქი და უწმინდესიც საქართველოში ყოველ ჩამოსვლაზე ეკითხებოდა მას ემიგრანტების მდგომარეობის შესახებ.
„უკვე მეოცე წელია, ბარსელონაში ვარ, მისმა უწმინდესობამ გამიშვა ჩვენს ეპარქიაში და როდესაც ჩამოვიდოდი, ყოველთვის მეკითხებოდა, როგორ არიან ჩვენი ემიგრანტებიო, მეუბნებოდა, განსაკუთრებული სითბო და სიყვარული დაანახეო. მას არავინ ავიწყდებოდა, მაგრამ ემიგრანტებზე რომ ზრუნავდა, ეს ყველგან ჩანდა.
ნამდვილი მამა დაკარგა მთელმა ერმა. დღეს ჩამოვედი ბარსელონიდან და რომ მოვდიოდი, ერთი ადამიანი მეუბნებოდა, დედაც გარდამეცვალა და მამაც, მაგრამ როდესაც ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა, დღეს ვიგრძენი, ნამდვილი ობლობა რა არისო. როგორ მწარე რეალობაა ამ სიტყვებში.
გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენ ყველას ზეციური მეოხი შეგვემატა ზეციურ საქართველოში მთელი ცხოვრება ჩვენზე ფიქრობდა, მთელს ერზე. მამა შალვა კეკელიამ თქვა, რომ ჩამოდნა და ჩამოიღვენთა ჩვენი პატრიარქიო და ჩამოიღვენთა თითოეული ჩვენგანისათვის. ყველასთვის მლოცველი და ყველაზე მზრუნველი იყო და თუ აქ, ამ ცხოვრებაში ასეთი იყო ფიზიკურად, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დიდი შემწე და მეოხი გვეყოლება ზეციურ საქართველოში. ეს არის დღეს ჩვენი ნუგეში და აქეთ უნდა მივმართოთ ეს ტკივილიც, ეს მწუხარებაც. ღმერთისკენ უფრო მეტად უნდა გავაგრძელოთ გზა.
მეუფე აბრაამის კურთხევით, ჩვენი ეპარქიიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, ბევრმა ვერ შეძლო ჩამოსვლა, ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოდან, მაგრამ მათ აქვთ ერთი თხოვნა და დანაბარები - დაემშვიდობეთ ჩვენს მაგივრად პატრიარქს და უთხარით, რომ ძალიან გვიყვარს და ძალიან განვიცდით ამ ყველაფერს, ილოცოს ჩვენთვის, შეავედრეთ ჩვენი თავი, რომ შეგვეწიოს პატრიარქი ზეციური საქართველოდან“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა.
1774115812
ახალი ამბებიმარიკა კვალიაშვილი: როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, წლების შემდეგ 29 წლის შვილიშვილი, რომ არა პატრიარქი, გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა
„როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, შემდეგ 29 წლის შვილიშვილი და რომ არა პატრიარქი, ამ შემთხვევაში გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა“, - განაცხადა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა გადაცემაში „ღია...
1774113020
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა
უნგრეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო...
1774111321
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა
„კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, პატრიარქმა შექმნა არქიტექტურა სულიერე...
1774108475
ახალი ამბებირუმინეთის პატრიარქი - ილია მეორე იყო ღირსეული პიროვნება, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც განსაცდელების, ასევე მისი აღორძინების ჟამს
ბუქარესტის მთავარეპისკოპოსი, მუნტენიისა და დობრუჯის მიტროპოლიტი, კაბადოკიის კესარიის ტახტის მოსაყდრისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, უნეტარესი დანიელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ...
1774106154
ახალი ამბებითინათინ რუხაძე: მთავარია, ღირსეულად შევძლოთ, უკანასკნელ გზაზე სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გადმოვასვენოთ პატრიარქი - მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ჰუმანურობით, ერთმანეთის სიყვარულით და ერთიანობით მოდიან ადამიანები
„რეგიონებიდან ყველას უნდოდა ჩამოსვლა პატრიარქის პანაშვიდზე და სამთავრობო გუნდით, ერთობლივად - ამ კომისიით დაიგეგმა და სახელმწიფომ ძალიან ბევრ ადამიანს ხელი შეუწყო, რომ ჩამოსულიყო“, - განაცხადა გადაცემ...































