აქ უნდა ვიდგეთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ პოზიცია - საქართველოს უკან დახევის ალტერნატივა არ აქვს, ახლა არის ძალიან კრიტიკული ფაზა - ეკა ბესელია
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, „შინ ევროპისკენ“ აქციაზე მოსვლა, ყველას ვალდებულებაა განურჩევლად იმისა, ვინ, რას ფიქრობს და რა პოზიციაზეა.
მისი მოსაზრებით, ეს ეხება ქვეყნის მომავალს, რადგანაც ახლა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და ყოყმანი იმაზე, რომ უნდა იდგენენ, თუ არა მოქალაქეები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ძალიან უხერხულია.
„ამიტომ, ვდგავარ აქ და აქ, დგას ჩემი ოჯახი, დგას ის ხალხი, ვინც წლების წინ აქ იდგა აქციებზე. ეს არის ის არჩევანი, რასაც ჩვენ ღირებულებების არჩევანს ვუწოდებთ. აქ უნდა ვიდგეთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ პოზიცია - საქართველოს უკან დახევის ალტერნატივა არ აქვს, ახლა არის ძალიან კრიტიკული ფაზა და მიხარია, რომ ქუჩაში გამოდიან ახალგაზრდები, სცენაზე დგანან სამოქალაქო აქტივისტები და პირადად, მე ეს ძალიან მაიმედებს“, - აცხადებს ეკა ბესელია.
მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შანსი არის, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ მმართველი პარტია უკან დაიხევდა და აჩვენებდა, 12 პუნქტიდან თუნდაც რამდენიმეს შესასრულებლად მზად არის, ცრუ ილუზიაა.
„სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით მიხეილ ჩინჩალაძის არჩევა იყო მკაფიო მესიჯი იმისა, რომ არაფრის შეცლას არ აპირებენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამასთან, მისივე მოსაზრებით, ოპოზიციამ ახლა, ყური უნდა დაუგდოს ხალხის ხმას, ვინაიდან, მათ სჭირდებათ თანმიმდევრულობა და გამჭვირვალობა.
საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია - ,,წინ ევროპისკენ” მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ნეაპოლიდან რომის აეროპორტამდე პირდაპირი მატარებელი დაინიშნა
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































