„არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მე ვარ ყველას მერი“ - კახი კალაძე
არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ჩვენ ვართ ყველას მერია, ყველას მთავრობა, მე გახლავართ ყველას მერი და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქს და ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია გამგეობების მუშაობის თვალსაზრისით,გზების და კეთილმოწყობის თვალსაზრისით როგორია საბიუჯეტო შესრულება. მინდა გითხრათ, რომ 99-100%-ით არის შესრულებები, რაც ძალიან კარგია. არის გამგეობები, რომელსაც სჭირდება უფრო მეტის გაკეთება, რადგან გზების ნაწილში არის გარკვეული ჩამორჩენები, თუმცა, პრობლემას არ წარმოადგენს ეს იმ თვალსაზრისით, რომ უნდა ამოვწიოთ ეს ყველაფერი, სადაც არის შეფერხებები უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. სხვა ყველა მიმართულებით გაქვს შესანიშნავი მდგომარეობა, 99-100%-იანი შესრულებებია კეთილმოწყობის ნაწილში ფაქტობრივად ყველა გამგეობის მხრიდან.
ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული ჩვენი თბილისელების წინაშე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ღირსეულად, მაღალი კვალიფიკაციით. ეს ყველაფერი გამგეობების თითოეულ თანამშრომელზეა დამოკიდებული, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს ამ მიმართულებით, რომ სადმე რამე გამორჩენა არ იყოს, სადმე რამე არ დავაკლოთ. თუ გამგეობებს აქვთ გარკვეული პრობლემები, არსებობს მუნიციპალური, საქალაქო სამსახურები და მზად ვართ, ყველანაირად გვერდით დაგიდგეთ, დაგეხმაროთ იმისთვის, რომ რამე პრობლემები არ იყოს. ჩვენ ღირსეულად უნდა შევასრულოთ დაპირება და ღირსეულად ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.
არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ჩვენ ვართ ყველას მერია, ყველას მთავრობა, მე გახლავართ ყველას მერი და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქს და ღირსეულად ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად“, - განაცხადა კალაძემ
ასევე დაგაინტერესებთ:
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































