ევროპულ ეკლესიებს არ ეშინიათ, რომ ქართველები მათ რწმენას წავართმევთ და არ გვმტრობენ და არც გვავიწროვებენ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში, სწორედ კათოლიკური და ევანგელური ეკლესიების დახმარებით გაგვაჩნია ქართველ მართლმადიდებლებს სალოცავი ადგილები, - ამის შესახებ დეკანოზმა, მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, თამაზ ლომიძემ „ფეისბუკზე“ დაწერა

„ევროპაში ასე ხდება. 2000-იანების დასაწყისში, როცა განსაკუთრებით მოიმატა საქართველოდან ევროპაში სამუშაოდ თუ სასწავლებლად წასულთა რიცხვმა, გაჩნდა ევროპაში ქართული ეკლესიის არსებობის საჭიროებაც. მაგრამ ჩვენ, ახლად ჩასულებს, არ გაგვაჩნდა არავითარი მატერიალური სახსარი ეკლესიის შენობების შესაძენად. ვინ გამოგვიწოდა ქართველ მორწმუნეებს ევროპაში დახმარების ხელი? - კათოლიკურმა და ევანგელურმა ეკლესიებმა. პირველად კათოლიკებმა დაგვითმეს წირვა-ლოცვისთვის ქალაქის ცენტრში საკუთარი ტაძარი, შემდეგ კი ევანგელურმა ეკლესიამ (დღემდე იქ ვართ). საინტერესო ის იყო (დამემოწმებიან ჩვენი მორწმუნეები), რომ მიუნხენში მოღვაწე ერთმა კეთილმა, კათოლიკე მღვდელმა, როცა გაიგო ჩვენი გასაჭირის შესახებ, არ დაიზარა, თავად მოგვიძებნა და გვიშუამდგომლა ევანგელურ ეკლესიასთან, რომ ტაძარი დაეთმოთ ქართული მართლმადიდებელი ღვთისმსახურებისთვის. დაგვითმეს კიდეც.

ასეა ევროპაში თითქმის ყველგან; იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში, სწორედ კათოლიკური და ევანგელური ეკლესიების დახმარებით გაგვაჩნია ქართველ მართლმადიდებლებს სალოცავი ადგილები. ევროპულ ეკლესიებს არ ეშინიათ, რომ ქართველები მათ რწმენას წავართმევთ და არ გვმტრობენ და არც გვავიწროვებენ. პირიქით, იციან, რომ ჩვენც ქრისტიანები ვართ და ყოველნაირად ხელს გვიწყობენ ქრისტიანულ მსახურებაში. ეს არის ქრისტიანობა. ეს არის ევროპა.

ევროპიდან გწერთ ამას.

განა არ გინდათ, ევროპასთან გაერთიანებით ჩვენი საქართველოც ასეთი გახდეს?“, - წერს თამაზ ლომიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

* პრეზიდენტი: „პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები გაძლიერდნენ, გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“

* „ალტ-ინფოს“ წევრები ქარელში TV მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - „გვაგინეს და საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ“

*„ხუნდაძესთან ერთად, "მაჟორიტარების ამბოხის" მომწყობი კახა ოქრიაშვილი მორალზე რომ დაგიწყებს ლაპარაკს“ - ელისაშვილი კახა ოქრიაშვილზე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე