არჩილ ბერიძე: როდესაც საუბარია საქართველოზე, იდენტური საკითხი ხდება ყოველმხრივი კრიტიკის, ზეწოლისა და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევის საფუძველი
ჩვენი საზოგადოება, წლებია აკვირდება პროცესს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მცდელობას, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ გავლენის ქსელი, რომელსაც საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ბერიძის განცხადებით, ერთი და იგივე ქმედება გარე ძალების მხრიდან სხვა ქვეყნებთან მიმართებით ითვლება ნორმად, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს აქ რადიკალურად იცვლება მათი დამოკიდებულება და ვლინდება ორმაგი სტანდარტი.
„თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ორმაგ სტანდარტზე, რომელიც უკვე წლებია, გარე ძალების მხრიდან თან სდევს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არსებულ დამოკიდებულებას.
ერთი და იგივე ქმედება, ერთი და იგივე პროცესი, ერთი და იგივე პოლიტიკური ნაბიჯი, როცა ეს არ ეხება საქართველოს, გარე ძალების მიერ ნორმად ითვლება.
მაგრამ როდესაც საუბარია საქართველოზე, ზუსტად იდენტური საკითხი, ხდება ყოველმხრივი კრიტიკის, ზეწოლისა და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი და დაუფარავი ჩარევის საფუძველი“, - განაცხადა ბერიძემ.
არჩილ ბერიძემ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე წარმოაჩინა „ევრობიუროკრატთა“ უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორმაგი სტანდარტის არსებობას.
„განსაკუთრებით თვალშისაცემია „ევრობიუროკრატიის“ დამოკიდებულება, რომელიც საკუთარ სივრცეში ერთ რეალობას ამართლებს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში - სრულიად სხვა კრიტერიუმებით მოქმედებს.
რაც მათთვის მისაღებია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენთან აღნიშნული პრობლემად ცხადდება.
ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს იმ ღირებულებებს, რომელთა საფუძველზეც თითქოსდა მოქმედებს „ევრობიუროკრატია“.
მაგალითებიც მრავლადაა: სხვა ქვეყნების კვალდაკვალ, ჩეხეთი მუშაობს უცხოური აგენტების შესახებ კანონზე; ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ღვინის მწარმოებლები არ არიან, რეკორდს ამყარებენ რუსეთში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებით, მაშინ როდესაც საქართველოს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, საჯაროდ გაცხადებული მკაცრი და სასანქციო პოლიტიკის მიუხედავად აქტიურად აგრძელებს, მჭიდრო ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ამ ქვეყნების უმეტესობა კი საქართველოს საკუთარ ინტერესებზე უარის თქმისა და საკუთარი ხელით ეკონომიკის ჩამონგრევისკენ მოუწოდებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა, ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან არაპირდაპირი გზებით რუსეთის ენერგორესურსების მიღების აურაცხელი ფაქტები, იმის ფონზე, როდესაც სხვა ქვეყნებს ერთი ბარელის შეძენის შემთხვევაშიც კი „სისხლიანი სამხედრო მანქანის“ დაფინანსებაში ადანაშაულებენ. ასევე, ნიშანდობლივია ბრიტანეთის პრემიერის სიტყვები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ვციტირებ: „ეს არ არის ჩვენი ომი და ჩვენ მასში თავს არ ჩავათრევინებთ“.
ჩამოთვლილის მსგავსად, კიდევ მრავალი მაგალითი აჩვენებს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში, დღეს არსებული მოცემულობის გათვალისწინებით დეკლარაციებსა და რეალურ ქმედებებს შორის ხშირად მნიშვნელოვანი სხვაობაა“,- განაცხადა არჩილ ბერიძემ.
1777371459
ახალი ამბებიმეუფე ანტონი პატრიარქობის კანდიდატის არჩევაზე: ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის
ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის, - ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, პატრიარქობის...
1777370897
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საქართველოს არცერთი ელჩი არ იკადრებს, რომელიმე ქვეყნის ბნელ წარსულზე მითითებები გააკეთოს, მით უმეტეს, მუქარებით ელაპარაკოს მოსახლეობას
ამ თემასთან დაკავშირებით წიაღსვლებს მოვერიდები, სიტუაცია მარტივია, პაველ ჰერჩინსკი ელჩია და ვალდებულებები აქვს, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანას პატივი სცეს, მთელი კონტექსტი გაითვალისწინოს და ნეიტრალური პოზ...
1777370847
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ქვეყნის სტაბილურობას
ორმაგი სტანდარტია, როცა საჯაროდ ერთს ამბობ და კულისებში სხვას აკეთებ. ორმაგი სტანდარტია, როცა სხვას სთხოვ იმას, რასაც თავად არ ასრულებ. სწორედ ასეთი უსამართლო, ორმაგი სტანდარტის მქონე დამოკიდებულების...
1777370563
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე სუსს სულ რაღაც ნახევარი წელი ხელმძღვანელობდა და ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში
„თქვენ, მთლიანად ოპოზიციას, ძალიან მაგრად გაწუხებთ ის, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მას საშუალებას...
1777370026
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ცდილობენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების კუთხით მიაყენონ ჩრდილი
ადგილობრივი პროპაგანდისტები ყველაზე სენსიტიური თემით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დაზიანებას, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ცდილობენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების...































