ირაკლი კირცხალია: ცდილობენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების კუთხით მიაყენონ ჩრდილი
ადგილობრივი პროპაგანდისტები ყველაზე სენსიტიური თემით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დაზიანებას, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ცდილობენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების კუთხით ჩრდილი მიაყენონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„ჩემს დღევანდელ გამოსვლაში მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ იმ კოორდინირებულ შტურმზე, რაც უკრაინაში ომის დაწყებიდან და მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ლამის ყოველდღიურობად იქცა. ამ დროის განმავლობაში საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და ამავდროულად მტკიცედ დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი, რამაც განაპირობა ის, რომ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ურთულეს რეგიონში, არა მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნება შევძელით, არამედ ქვეყანა შეუქცევადი განვითარების გზაზე დავაყენეთ
. სწორედ ამიტომ, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ძალების მხრიდან არათუ უსამართლო და აბსურდულ კრიტიკას ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, არამედ ამ ძალების მიერ პროვოცირებული გადატრიალების რამდენიმე მცდელობა ავარიდეთ სახელმწიფოს თავიდან. ხაზგასმით აღსანიშნავია ის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი, რასაც საქართველოს წინააღმდეგ მუქარის და შანტაჟის იარაღად იყენებენ, გახლავთ საქართველოს არჩევანი გახდეს ევროკავშირის წევრი.
არახალია, რომ ამ გზაზე, საქართველოს, ობიექტური შეფასებებით - ლიდერ სახელმწიფოს, ხელოვნურად უქმნიან დაბრკოლებებს და ამ ყველაფრის გადაბრალებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ცდილობენ, რასაც, მათი გათვლით, საზოგადოების უკმაყოფილების ზრდა და ნებისმიერ ფასად - ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყვეს. ამ პროცესის ავანგარდში არა მხოლოდ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატია და პოლიტიკური ლიდერები დგანან, არამედ, ყოველგვარი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევით, პირდაპირ არიან ჩართული კონკრეტული ქვეყნების ელჩები, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.
ჰერჩინსკის იმ განცხადებაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საზოგადოებას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა, ამავდროულად, ისიც რომ არ ვახსენოთ, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, მაშინ, როდესაც კარგად იცოდა და ეს თავად მისი სკანდალური წერილითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევრობიუროკრატებმა შეაჩერეს, მისი ბოლოდროინდელი განცხადებაც კმარა იმის მისახვედრად, რომ ამ ადამიანის ქმედებებისა და განცხადებების უკან „დიფ სთეითის“ ხელწერა ჩანს, მიზანი კი ჩვენი ქვეყნისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღის დაწყებაა.
ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ადგილობრივმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მორიგი, აბსურდული კამპანია წამოიწყეს.
რა თქმა უნდა, ეს არავისთვისაა გასაკვირი, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სწორედ მმართველი პოლიტიკური გუნდის საპატიო თავმჯდომარეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მთავარი გარანტი.
ყველამ კარგად ვიცით ისიც, რომ ეს პროცესი არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ, ეს პროცესი წლებია, გრძელდება და თუკი ვინმეს დაავიწყდა შევახსენებ, რომ საუბარია ადამიანზე, რომელსაც საკუთარი პატრიოტული პოზიციის გამო, უკვე კარგა ხანია არაფორმალური სანქციებით ებრძვიან.
რასაკვირველია, არც ის არის შემთხვევითი, რომ უცხოელი პატრონების დავალებით, ადგილობრივი პროპაგანდისტები ყველაზე სენსიტიური თემით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დაზიანებას, ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს - სწორედ ქველმოქმედების კუთხით ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ, რაც, დამერწმუნეთ, ამ ქვეყნის ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის ღიმილის მომგვრელია. რომ შევაჯამოთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულმა ზეწოლამ და პროვოკაციებმა ვერ გამოიღო შედეგი და ვერც ქვეყნის ომში ჩათრევა და ვერც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა ვერ შეძლეს, ისევე უშედეგოდ დასრულდება არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი აქტორების მიერ „ქართული ოცნების“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის უსუსური, ნებისმიერი მცდელობა. თუ არ გჯერათ, 2012 წლიდან, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს გადაავლოთ თვალი“, - განაცხადა კირცხალიამ.
1777371459
ახალი ამბებიმეუფე ანტონი პატრიარქობის კანდიდატის არჩევაზე: ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის
ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის, - ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, პატრიარქობის...
1777370897
ახალი ამბებილევან მახაშვილი: საქართველოს არცერთი ელჩი არ იკადრებს, რომელიმე ქვეყნის ბნელ წარსულზე მითითებები გააკეთოს, მით უმეტეს, მუქარებით ელაპარაკოს მოსახლეობას
ამ თემასთან დაკავშირებით წიაღსვლებს მოვერიდები, სიტუაცია მარტივია, პაველ ჰერჩინსკი ელჩია და ვალდებულებები აქვს, რომ ადგილსამყოფელ ქვეყანას პატივი სცეს, მთელი კონტექსტი გაითვალისწინოს და ნეიტრალური პოზ...
1777370847
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ქვეყნის სტაბილურობას
ორმაგი სტანდარტია, როცა საჯაროდ ერთს ამბობ და კულისებში სხვას აკეთებ. ორმაგი სტანდარტია, როცა სხვას სთხოვ იმას, რასაც თავად არ ასრულებ. სწორედ ასეთი უსამართლო, ორმაგი სტანდარტის მქონე დამოკიდებულების...
1777370563
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძე სუსს სულ რაღაც ნახევარი წელი ხელმძღვანელობდა და ეს სამსახური აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე აიყვანა, საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში
„თქვენ, მთლიანად ოპოზიციას, ძალიან მაგრად გაწუხებთ ის, რომ მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთი მხრივ, კოორდინაციას გაუწევს გეკა გელაძეს, სულხან თამაზაშვილს და მეორე მხრივ, ეს პოზიცია მას საშუალებას...
1777370507
ახალი ამბებიარჩილ ბერიძე: როდესაც საუბარია საქართველოზე, იდენტური საკითხი ხდება ყოველმხრივი კრიტიკის, ზეწოლისა და ხშირ შემთხვევაში ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევის საფუძველი
ჩვენი საზოგადოება, წლებია აკვირდება პროცესს, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს, შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას და მცდელობას, ნებისმიერი გზით შეინარჩუნონ გავლენის ქსელი, რომელსაც საკუთა...































