არჩილ გორდულაძე: ეუთოს რეზოლუციები რომ წავიკითხოთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საშინელებათა ფილმში ვცხოვრობთ, შემდეგ უბრალოდ ფანჯარაში გავიხედავთ და ვხედავთ, რომ ისევ ის საქართველოა და არა რაღაც სიურრეალისტური სამყარო

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ძალები, რომლებსაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ ახლა უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ევროპარლამენტზე, მათ შორის დიდ ბრიტანეთზე კიდევ უფრო ძირძველია მათი გავლენები, არსად წასულან და არც მათი სურვილი საქართველოს დამორჩილებისა, არსად დაკარგულა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევრო ბიუროკრატიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, კომიკურია ის ფაქტი, რომ ეუთო თავისი განცხადებებით ეწინააღმდეგება საკუთარ დასკვნას 2024 წლის არჩევნებზე.

„ჩვენ ვხედავდით და ვხედავთ მათ განსაკუთრებულ ძალისხმევას საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულს და ცდილობენ, რომ როგორმე წარმოაჩინონ 180 გრადუსით განსხვავებული რეალობა. მათი რეზოლუციები რომ წავიკითხოთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საშინელებათა ფილმში ვცხოვრობთ. შემდეგ უბრალოდ ფანჯარაში გავიხედავთ და ვხედავთ, რომ ისევ ის საქართველოა და არა რაღაც სიურრეალისტური სამყარო.

ყველაზე კომიკური ამ ყველაფერში ის არის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავისი განცხადებებით პირდაპირ უპირისპირდება ეუთოს და აქამდე მიიყვანა ამ ძალებმა საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ორგანიზაციებს ფუნქციაც კი ეკარგებათ. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს წესრიგი ირღვევა და გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება. ამ დიდ გეოპოლიტიკურ ძვრებში საქართველოს აქვს უმნიშვნელოვანესი ადგილი მათ შრის შუა დერეფნიდან გამომდინარე და ა.შ.“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784209815

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან, გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართვე...

ირაკლი კობახიძე

1784208778

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს, სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან, გარედან იღებენ დავალებებს და მოქმედებენ ამ დავალებით

„არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს. არიან ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან, რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპ...

შალვა პაპუაშვილი

1784208713

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დაინტერესებულია მინისტერიალზე საქართველოს მონაწილეობით, ბევრი გვაქვს მოსაყოლი, რას ნიშნავს რადიკალიზაცია, ტერორიზმი პოლიტიკაში

ზოგადად, მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რომელიც პოლიტიკურ ტერორიზმს ეხება. ძალიან ბევრი გვაქვს მოსაყოლი, თუ რას ნიშნავს რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი, ტერორიზმი პოლიტიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამ...

შალვა პაპუაშვილი

1784208250

ახალი ამბები

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: დეზინფორმაციაა, თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვან...

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე

1784208244

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ შამირადოვიჩ გურბანგელდიევთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათ...

გივი მიქანაძე