შალვა პაპუაშვილი: არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს, სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან, გარედან იღებენ დავალებებს და მოქმედებენ ამ დავალებით

„არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს. არიან ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან, რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, დარჩება თუ არა ალიანსში „ნაციონალური მოძრაობა“.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის სცენარი, რათა დააბნიონ საზოგადოება, თითქოს სხვადასხვა ალტერნატიული მიმდინარეობებია, სინამდვილეში კი, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან.

„ზოგადად, იქნება ეს ალიანსი, ცხრიანი, ოთხიანი, შვიდიანი თუ სხვა, არის მხოლოდ მოჩვენებითი ფორმები, რომელიც გამოიგონება, რომ სიმართლე არ დაგვანახონ. სიმართლე კი ერთია - არანაირი გაერთიანება და დაშლა არ არსებობს. ესენი არის ჯგუფები, რომლებიც იმართებიან გარედან - რა დავალებასაც მისცემენ, იმ დავალებით მოქმედებენ. არანაირი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოძრაობა აქ არ არსებობს. ეს ფარსი ნანახი გვაქვს, მათ შორის – პარლამენტში.

წინა მოწვევის პარლამენტში ვნახეთ, რომ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე გავიდა ფრაქციიდან, პარტიიდან, ასევე, მას და რომან გოცირიძეს ჰქონდათ ვითომ ცალკე ჯგუფი, შემდეგ ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვნახეთ დაბრუნებული და ლიდერობის მსურველი. იგივე ითქმის ვაშაძეზე, ჯაფარიძეზე, გვარამიაზე. ეს ხომ ნანახი სცენარია, თითქოს დაიშალნენ. ეს არის სცენარი, რათა დააბნიონ საზოგადოება, თითქოს სხვადასხვა ალტერნატიული მიმდინარეობებია.

სინამდვილეში, არის ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომლის მიმდევრებიც არიან. დავალებებს იღებენ პირდაპირ გარედან და იმას ასრულებენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784208244

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ შამირადოვიჩ გურბანგელდიევთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათ...

გივი მიქანაძე

1784207220

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6333 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6344 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1784206784

ახალი ამბები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ბიზნეს ასოციაც...

შეხვედრა გაიმართა

1784206212

ახალი ამბები

ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა

წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საოპერაციო შედეგებსა და მომსახურე...

ხოსე ენრიკე ბოფილი

1784204992

საზოგადოება

ირაკლი ლატარია მიხეილ სააკაშვილზე: „რიყის დოქები“ თავის საყვარელს, სოფო ნიჟარაძეს აუშენა

ექსპერტი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი რიყის თეატრზე საუბრობს: „ნუთუ არ გესმით, რომ რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილ...

ანალიტიკოსი