ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან, გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია.

„მოხარული ვარ, მოგესალმოთ თურქმენეთ-საქართველოს რიგით მეორე ბიზნესფორუმის გახსნაზე. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა წარმატებით ვითარდება და სულ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს კერძო სექტორის, ინვესტორებისა და ბიზნესსაზოგადოებისთვის.

უპირველეს ყოვლისა, მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თურქმენეთის პრეზიდენტის, ბატონი სერდარ ბერდიმუჰამედოვის, მიმართ. თქვენი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ნათლად ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთნდობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ამ მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებასა და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას.

დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია. ეს მაჩვენებლები ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდია.

მიუხედავად არსებული პროგრესისა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჯერ კიდევ სრულად არ ასახავს იმ დიდ პოტენციალს, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთს აქვთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო გავაფართოოთ თანამშრომლობა, ხელი შევუწყოთ ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას და სრულად ავითვისოთ ჩვენი პარტნიორობის შესაძლებლობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784208250

ახალი ამბები

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: დეზინფორმაციაა, თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვან...

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე

1784208244

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ შამირადოვიჩ გურბანგელდიევთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათ...

გივი მიქანაძე

1784207220

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6333 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6344 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1784206784

ახალი ამბები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ბიზნეს ასოციაც...

შეხვედრა გაიმართა

1784206212

ახალი ამბები

ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა

წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საოპერაციო შედეგებსა და მომსახურე...

ხოსე ენრიკე ბოფილი