ირაკლი კობახიძე: 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება სწრაფი ტემპით და ეს უზრუნველყოფს სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში

გასული 4 წლის განმავლობაში და უკვე მე-5 წელია საქართველოს აღენიშნება ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც პირდაპირ აისახა სიღარიბის მაჩვენებელზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ 4 წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე განახევრებულია.
„პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი - 9.4%. თუმცა, რა თქმა უნდა, ამითაც ვერ დავკმაყოფილდებით. ჩვენი მიზანია სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. ეს ინდექსი, ეს რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ წინსვლა არის შთამბეჭდავი, თუმცა არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება სწრაფი ტემპით და ეს უზრუნველყოფს სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
1760440716
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ყველა ობიექტური შეფასებით საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, ევროკომისიის შეფასებებიც ამტკიცებს, რომ საქართველო უკრაინას, მოლდოვას, ბოსნიას ყოველთვის უსწრებს და სხვა ქვეყნებსაც რიგ კრიტერიუმებში
„ყველა ობიექტური შეფასებით საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის და ამას ამტკიცებს ყველა ობიექტური შეფასება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 20...
1760439756
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, რაც აისახება კანონში, ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს
„როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის ს...
1760438420
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა, უფლის კვართის მცველი ერი, ეს არის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენ მომავალ თაობას უნდა გადავცეთ
„უფლის კვართი იქცა ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ და იმ მომენტიდან უხილავად ფარავს ჩვენს ერს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიისას გან...
1760437695
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული
„4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის...
1760434135
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მსოფლიოში არის უამრავი გამოწვევა, ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა და ვიზრუნოთ, სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს სიძულვილზე
„მსოფლიოში არის უამრავი გამოწვევა, ეს გვერდს ვერ უქცევს ვერც ჩვენს ქვეყანას, ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა და ვიზრუნოთ, რომ სიყვარულმა გაიმარჯვოს სიძულვილზე“, - ამის...