ირაკლი კობახიძე: მსოფლიოში არის უამრავი გამოწვევა, ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა და ვიზრუნოთ, სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს სიძულვილზე

„მსოფლიოში არის უამრავი გამოწვევა, ეს გვერდს ვერ უქცევს ვერც ჩვენს ქვეყანას, ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა და ვიზრუნოთ, რომ სიყვარულმა გაიმარჯვოს სიძულვილზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა.

პრემიერმა მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა და აღნიშნა, რომ თუ ერი ძლიერი იქნება რწმენაში, ქვეყანაც ძლიერი იქნება.

„დღეს არ შეიძლება, კიდევ ერთხელ არ გამოვხატოთ მადლიერება უწმინდესის და უნეტარესს მიმართ იმ მრავალწლიანი ღვაწლისთვის, რომელიც მას აქვს მთლიანად ქვეყნის წინაშე. დღეს რომ ასე მრავლად არის შეკრებილი მრევლის სვეტიცხოველი წმინდა ტაძარში, არის ამ ღვაწლის დამსახურება. უდიდესი მადლობა პატრიარქს ამისთვის. მინდა, სვეტიცხოვლობა მივულოცო მეუფე შიოს, წმინდა სინოდის წევრებს, ყველა სასულიერო პირს, ვინც ემსახურება ჩვენს ეკლესიას. ასევე, მინდა მივულოცო მრევლს, მცხეთელებს, საქართველოს თითოეულ შვილს. ეს ტაძარი შეგვახსენებს ყველას პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ქრისტიანული კულტურის, დედაეკლესიის წინაშე, რომ დღენიადაგ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე, დედაეკლესიის სიძლიერეზე და ჩვენი ქრისტიანული კულტურის, ღირებულებების დაცვაზე, შენარჩუნებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა, წვლილი შეიტანოს ქვეყნის გაძლიერებაში.

„ჩვენ მომავალ წელს ვიზეიმებთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 17-საუკუნოვან იუბილეს და ეს თარიღი შეგვახსენებს, რამდენად დიადია ჩვენი ერი და მისი სულიერება, კულტურა. ეს ყველაფერი შეგვახსენებს პასუხისმგებლობას თაობების წინაშე, რომ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ქვეყნის გაძლიერებაში, დედაეკლესიის მიმართ ზრუნვაში. მსოფლიოში არის უამრავი პრობლემა, გამოწვევა, დაწყებული ომებით და დამთავრებული მოჭარბებული სიძულვილით, რაც არის საზოგადოების ერთ-ერთი პრობლემა. ეს გვერდს ვერ უქცევს ვერც ჩვენს ქვეყანას. ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა და ვიზრუნოთ, რომ სიყვარულმა გაიმარჯვოს სიძულვილზე. ამიტომ, ყველას მინდა, გისურვოთ სიყვარული, რწმენაში გაძლიერება. ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ როცა ჩვენი ერი იყო რწმენაში ძლიერი, მას ვერავინ ამარცხებდა. ასე იქნება მომავალშიც. ვიდრე ჩვენი ერი იქნება რწმენაში, ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს და ქვეყანა იქნება ძლიერი. ჩემ ქვეყანას მინდა, ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760439756

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, რაც აისახება კანონში, ეს კანონი თავიდან ბოლომდე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს

„როდესაც ვერ იკრიბები სათანადო რაოდენობით, კეთილი უნდა ინებო და დარჩე ტროტუარზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის ს...

ირაკლი კობახიძე

1760438420

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა, უფლის კვართის მცველი ერი, ეს არის მისია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირნათლად შეასრულეს, ჩვენამდე მოიტანეს და ჩვენ მომავალ თაობას უნდა გადავცეთ

„უფლის კვართი იქცა ჩვენი ქვეყნის სიმბოლოდ და იმ მომენტიდან უხილავად ფარავს ჩვენს ერს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიისას გან...

შალვა პაპუაშვილი

1760437695

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მოვლენებზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული

„4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის...

ირაკლი კობახიძე

1760436464

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება სწრაფი ტემპით და ეს უზრუნველყოფს სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში

გასული 4 წლის განმავლობაში და უკვე მე-5 წელია საქართველოს აღენიშნება ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც პირდაპირ აისახა სიღარიბის მაჩვენებელზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1760433029

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე: 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე, შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და კანონი მათ არ შეეხება - აკაცუკიზმი უნდა დასრულდეს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას ეხმიანება, რომელთა შეფასებითაც, ადმინისტრაციულ და სის...

თენგიზ შარმანაშვილი