არჩილ გორდულაძე: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო
ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს, საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება სცდება ორნახევარ მილიარდ დოლარს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და დღესაც ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში.
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო. აღნიშნულისთვის თანხა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პირდაპირ ბიუჯეტში გადარიცხა, ხოლო შემდეგ სწორედ გვარამიას ხელისუფლება იწონებდა თავს სკოლების განახლებით. ეს ყველაფერი არასოდეს ჩაუთვლია ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახს საქველმოქმედო საქმიანობაში, არამედ რადგან ეს ხარჯები იყო საქართველოს ბიუჯეტის მიერ გასაწევი თანხა, რისი საშუალებაც მაშინ არ არსებობდა, სწორედ ბიუჯეტის ნაცვლად მან პირადად დააფინანსა ქვეყნის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო სისტემა.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს, საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება სცდება ორნახევარ მილიარდ დოლარს. რამდენიმე წლის წინ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მთელი თავისი ქონება და აქტივები გადასცა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და დღესაც ფონდი ახორციელებს ასობით საქველმოქმედო პროექტს საქართველოში. მართალია, ჩვენი საზოგადოებისათვის ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნისათვის გაღებული მატერიალური, პოლიტიკური, თუ სოციალური ქველმოქმედების შესახებ, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, გვარამიას უტიფრობა უპასუხოდ არ დამეტოვებინა“, - აღნიშნა გორდულაძემ.
1793291826
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინ...
1793290911
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას, რაც გულისხმობს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას
რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის...
1793289054
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო
რამდენად პერსპექტიულია 5 პარტიის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის შემდეგ საქმე განსახილველად სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს, ამ თემაზე ჟურნალისტებთან „ხალხ...
1793288205
ახალი ამბებიქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
ინფორმაციით, საქორწინო კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ავტოსაგზაო შემთხვე...
1793288117
მსოფლიოVolkswagen-ის ზარალმა 2026 წლის მესამე კვარტალში თითქმის 6 მლრდ ევრო შეადგინა
გერმანიის ავტოკონცერნის, Volkswagen-ის ზარალმა 2026 წლის მესამე კვარტალში 5,82 მლრდ ევრო შეადგინა. ეს თითქმის 5-ჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. კო...































