ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირისთვის, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის უკეთესი იქნება, სამართლებრივად გავარჩიოთ კანონი და დაგვთანხმდნენ უტყუარ ფაქტზე, რომ აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სამწუხაროდ, დიდი ხანია, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას და არარსებულ, გამოგონილ აღქმებზე დაფუძნებით კონკრეტული განცხადებების კეთებას.
სამხარაძემ კომენტარი გააკეთა გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებაზე, რომ „მოუწოდებენ საქართველოს, გააუქმოს ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა“. განცხადებაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა დაკავებას“.
„ვინმეს რაიმე სამართლებრივი შენიშვნა თუ აქვს კანონთან დაკავშირებით, რომელიც ამ ბატონის გამოსვლაში იყო ნახსენები, მზად ვართ, დავსხდეთ და მათთან ერთად სამართლებრივად განვიხილოთ თითოეული ნორმა, რაც ამ კანონებშია გაწერილი. ეს შეთავაზება პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში გააკეთა, თუმცა მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ამ ინიციატივას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ეს არ ყოფილა ერთჯერადი შეთავაზება, ამის შემდეგაც რამდენჯერმე გამოვთქვით მზადყოფნა, დავსხდეთ და კანონზე ვისაუბროთ. ყველამ კარგად იცის, მათ შორის ევროკავშირშიც, რომ 2024 წლის ნოემბრის აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა. არსებობს ამის ვიდეომტკიცებულებები და ჩანაწერები. ეს ყველაფერი ევროკავშირშიც აქვთ, თუმცა ამის მიუხედავად, ჯიუტად ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიანი აქციები იყო. რომელიმე ადამიანი, სულ ერთია, იქნება ეს ევროკავშირის წარმომადგენელი, ჩინეთის, ამერიკის თუ ავსტრალიის, როდესაც ამტკიცებს, რომ შავი თეთრია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელია. ამიტომ როგორც მათთვის, ისე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის უკეთესი იქნება, თუ ამ პოზიციას გადახედავენ – ერთი მხრივ, დაგვთანხმდებიან, რომ დავსხდეთ და სამართლებრივად გავარჩიოთ კანონი, ხოლო მეორე მხრივ, დაგვთანხმდებიან უტყუარ ფაქტზე, რომ აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
1788959365
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6114 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1788958984
საზოგადოებაფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყება ბათუმი-სარფის პროექტის განხორციელება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია
„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, ბოლო ნაწილია, საუბარია ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. პრო...
1788958897
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველაზე კარგად ქართველები არიან ინფორმირებული, რომ საქართველოში არ ხდება ადამიანების ჩაგვრა, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, როცა ადამიანის უფლება ყველანაირად იყო შელახული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოსთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებების ირგვლივ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე ვერ საუბრობენ. მაჭავარიან...
1788958191
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინა...
1788957505
საზოგადოებასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა ჩინეთში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართული მხარე გლობალური საზოგადოებ...


























