არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არსებობს ძალა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, დაასუსტოს, დააკნინოს ევროკავშირი

არჩილ გორდულაძე ევროკომისრებისა და ევრობიუროკრატიის წარმომადგენლების განცხადებებს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ბოლო განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის წუხილის სისწორეს ევროკავშირში არსებულ მდგომარეობაზე.

„კალასების, კოსების თუ სხვა ევროკომისრისა და არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლის განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციასა და გულის წუხილს, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას არის მისული. სწორი შეფასებაა, შეგვიძლია დავეთანხმოთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას, რაც ძალიან გულდასაწყვეტია“, - განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა კონკრეტული ძალების სასარგებლოდ მიიღებოდეს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ დღეს არსებობს ძალა, რომელიც ევროკავშირის დასუსტებას მიზანმიმართულად ცდილობს.

„ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არსებობს ძალა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, დაასუსტოს, დააკნინოს ევროკავშირი და, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად დააკმაყოფილოს საკუთარი ინტერესები. ვხედავთ, რომ დიდი გეოპოლიტიკური ძვრები და ცვლილებებია და თუ წარსულში ამას ადგილი დახურულ კარს მიღმა ჰქონდა, ახლა ეს ყველაფერი სააშკარაოზე არის გამოტანილი და არც არაფერი იმალება“, - აღნიშნა გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788959589

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობა ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, - ინფორმაციას პრეზიდენტის ად...

 მიხეილ ყაველაშვილი

1788959365

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6114 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1788958984

საზოგადოება

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყება ბათუმი-სარფის პროექტის განხორციელება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია

„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, ბოლო ნაწილია, საუბარია ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. პრო...

ლაშა ხუციშვილი

1788958897

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ყველაზე კარგად ქართველები არიან ინფორმირებული, რომ საქართველოში არ ხდება ადამიანების ჩაგვრა, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან, როცა ადამიანის უფლება ყველანაირად იყო შელახული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოსთან დაკავშირებით საკუთარი განცხადებების ირგვლივ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე ვერ საუბრობენ. მაჭავარიან...

ლევან მაჭავარიანი

1788958191

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. შინა...

პროკურატურა