ICG: აშშ-მა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევისთვის იარაღის მიწოდებით ან რუსეთისთვის სანქციების დაწესებით - ამ მოწოდებებს პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის
რუსეთის თავდაპირველმა შეტევამ უკრაინაზე შოკში ჩააგდო ქვეყანა, რომელმაც თავადაც გადაიტანა რუსეთის შეჭრა 2008 წელს, და ხელისუფლებაში გაჩნდა შიში, რომ საქართველო შესაძლოა შემდეგი სამიზნე ყოფილიყო, - ამის შესახებ International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ.
როგორც ICG აღნიშნავს, აშშ-მა და ევროპამ დაუყოვნებლივ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.
აშშ-მა კერძო არხებით მიმართა საქართველოს, რომ უკრაინისთვის რაიმე ფორმით დახმარება გაეწია - მაგალითად, საკუთარი არსენალიდან იარაღის მიწოდებით კიევისთვის (რომელსაც შემდეგ ვაშინგტონი ჩაანაცვლებდა) ან რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებით.
ბრიუსელმაც არაერთხელ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, საკუთარი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოეყვანა.
„თუმცა, საქართველომ უკრაინის დახმარების ეს მოწოდებები, ქვეყნის პროდასავლური ორიენტაციის ექსპლუატაციის მცდელობად აღიქვა, რასაც პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის. შესაძლოა, აშშ-ს არ ეგონა, რომ მისი მოთხოვნები პროვოკაციული იყო, რადგან ისინი მსგავს მოწოდებებს უგზავნიდნენ პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, მაგრამ ორივე მხარის ოფიციალური პირები ახლა ამბობენ, რომ ვაშინგტონმა არ გაითვალისწინა საქართველოს უნიკალური მგრძნობელობა,“ - ნათქვამია სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ამ მოთხოვნებზე და სანაცვლოდ შეეცადა რუსეთის გაღიზიანების თავიდან აცილებას, პარალელურად კი, მეზობელ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას შეუწყო ხელი - აღადგინა პირდაპირი ავიარეისები რუსეთის ქალაქებთან და გაზარდა ნავთობისა და გაზის შესყიდვები.
ICG-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და აშშ-ისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში.
ევროკავშირის ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ ეს კომენტარები არ გამოხატავდა ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას, თუმცა, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარემ ისინი ევროკავშირის დამოკიდებულების გამოხატულებად აღიქვა, რამაც არაერთი კრიზისი გამოიწვია.
ოპოზიციისა და კრიტიკული არასამთავრობოებისა და მედიისთვის ევროპელების უკმაყოფილება ხელისუფლების წინააღმდეგ გარე ჩარევის იმედს აძლიერებდა. „ქართული ოცნებისთვის“ კი ეს გახდა საფუძველი შიშების გასაღვივებლად, თითქოს არსებობდა ორგანიზებული მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის მიზნით.
1779310521
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, კრიტიკას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორიც არის, მაგალითად, შეურაცხყოფა, ამას სჭირდება რეაგირება
სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, კრიტიკას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს, მათ შორის ეს კრიტიკა მძაფრი ფორმითაც შეიძლება,...
1779309904
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გადაიტვირთება, ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, მზად ვართ, დავრჩეთ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გადაიტვირთება, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს აკავშირებთ ტრადიციული მეგობრობა, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული სოლიდარობის განცდა უკრაინე...
1779309846
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნ...
1779309715
ახალი ამბებიპრემიერი: როგორ შეიძლება, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გვარამია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ან ბოკუჩავა, ან ვაშაძე, ან ჯაფარიძე, პარლამენტში შემოვიდნენ გახარიები - ან ინტელექტის დონე ნახეთ, ან კეთილსინდისიერების დონე
სუბიექტურად რომ შევხედოთ, ამ სპექტრით საუკეთესო პირობებია შექმნილი მე-11 არჩევნების მოსაგებად 2028 წლის 28 ოქტომბერს. ეს არის იდეალური, როცა შენი ოპონენტი არის გვარამია, როცა შენი ოპონენტია ზურა ჯაფარ...
1779308625
ახალი ამბებიმართლმადიდებელი სამყარო დღეს, 21 მაისს უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 21 მაისს უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარ...































