თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა, სადაც სამხედროების საზეიმო მზადების პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი ხელმძღვანელობდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს საზეიმოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას დადებენ.

26 მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება.

თავისუფლების მოედანზე ფიცის დადებისა და საზეიმო ღონისძიების დასასრულს, საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779310521

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, კრიტიკას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორიც არის, მაგალითად, შეურაცხყოფა, ამას სჭირდება რეაგირება

სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, კრიტიკას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს, მათ შორის ეს კრიტიკა მძაფრი ფორმითაც შეიძლება,...

ირაკლი კობახიძე

1779309904

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გადაიტვირთება, ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, მზად ვართ, დავრჩეთ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გადაიტვირთება, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს აკავშირებთ ტრადიციული მეგობრობა, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული სოლიდარობის განცდა უკრაინე...

ირაკლი კობახიძე

1779309846

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნ...

 ირაკლი კობახიძე

1779309715

ახალი ამბები

პრემიერი: როგორ შეიძლება, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გვარამია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ან ბოკუჩავა, ან ვაშაძე, ან ჯაფარიძე, პარლამენტში შემოვიდნენ გახარიები - ან ინტელექტის დონე ნახეთ, ან კეთილსინდისიერების დონე

სუბიექტურად რომ შევხედოთ, ამ სპექტრით საუკეთესო პირობებია შექმნილი მე-11 არჩევნების მოსაგებად 2028 წლის 28 ოქტომბერს. ეს არის იდეალური, როცა შენი ოპონენტი არის გვარამია, როცა შენი ოპონენტია ზურა ჯაფარ...

ირაკლი კობახიძე

1779308625

ახალი ამბები

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 21 მაისს უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 21 მაისს უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარ...

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს