POLITICO-ს ცნობით, ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდა, ევროპარლამენტარ ბას ეიკჰაუტთან „შეუფერებელი ურთიერთობის“ გამო სკანდალში გაეხვა
ევროპარლამენტში „მწვანეების“ ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ბას ეიკჰაუტმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ ჰქონდა „ურთიერთობები“, რომლებიც მის თანამდებობას არ შეეფერებოდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
მანვე განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ ტოვებს როგორც ევროპარლამენტის წევრის მანდატს, ისე „მწვანეების“ ჯგუფის თანათავმჯდომარის პოსტს. 49 წლის ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში საკუთარ ქმედებებს კრიტიკულად გადახედა და განაცხადა, რომ „ყოველთვის სწორად არ მოქცეულა“. მისი თქმით, ის პასუხისმგებლობას იღებს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც მისი პოზიციისთვის შეუფერებელი იყო.
ბოლო დღეებში საჯარო გახდა მისი ურთიერთობა 25 წლის ავსტრიელ ევროპარლამენტართან ლენა შილინგთან, რომელიც, ასევე, „მწვანეების“ ჯგუფს წარმოადგენს. „გადადგომას ლენასთან ურთიერთობასთან კავშირი არ აქვს“, - განუცხადა ეიკჰაუტმა POLITICO-ს თავისი პრესსპიკერის მეშვეობით, ხოლო დამატებითი დეტალების გამჟღავნებაზე სპიკერმა უარი განაცხადა.
გამოცემის ცნობით, „მწვანეების“ ჯგუფმა ოფიციალურ განცხადებაში განმარტა, რომ „ქცევის კოდექსის შესაძლო დარღვევებს ძალიან სერიოზულად ეკიდება“ და ხაზგასმით აღნიშნა პროფესიული და ღია სამუშაო გარემოს მნიშვნელობა.
აღსანიშნავია, რომ ეიკჰაუტის გადადგომა ხდება 2027 წლის ევროპარლამენტის შუალედური გადანაწილების წინ, როდესაც ევროკავშირის საკვანძო პოლიტიკური პოზიციები ხელახლა განაწილდება. ამავდროულად, ევროპის მწვანეები სირთულეებს აწყდებიან მემარჯვენე ძალების გაძლიერებისა და ნიდერლანდებში მხარდაჭერის შემცირების ფონზე.
ცნობისთვის, ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, საქართველოში იმყოფებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად. მან საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს პროცესი საქართველოს ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა.
1779340056
ახალი ამბებითავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია უკვე გაიმართა, სადაც სამხედროების საზეიმო მზადების პროცესს თ...
1779339160
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 21 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიან...
1779310719
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე: კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში დიუშენის სინდრომის მქონე ბ...
1779310610
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ
ძალიან მრავალფეროვანი სპექტრია ღონისძიებების, რომელიც გაიმართება იუბილის აღსანიშნად, მათ შორის, 26 მაისის აღნიშვნაც მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბ...
1779310521
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, კრიტიკას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორიც არის, მაგალითად, შეურაცხყოფა, ამას სჭირდება რეაგირება
სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, კრიტიკას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს, მათ შორის ეს კრიტიკა მძაფრი ფორმითაც შეიძლება,...































