ბრალდებულმა ქუთაისში ცივი იარაღის გამოყენებით კაცს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და მიიმალა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.
1779339160
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 21 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
21 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიან...
1779310719
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე: კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც იმედია ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში დიუშენის სინდრომის მქონე ბ...
1779310610
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ
ძალიან მრავალფეროვანი სპექტრია ღონისძიებების, რომელიც გაიმართება იუბილის აღსანიშნად, მათ შორის, 26 მაისის აღნიშვნაც მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბ...
1779310521
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, კრიტიკას ვერავინ ვერავის აუკრძალავს, მაგრამ რაც შეეხება სიძულვილის ფორმებს, როგორიც არის, მაგალითად, შეურაცხყოფა, ამას სჭირდება რეაგირება
სწორი ზღვარი უნდა გაევლოს გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, კრიტიკას ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს, მათ შორის ეს კრიტიკა მძაფრი ფორმითაც შეიძლება,...
1779309904
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გადაიტვირთება, ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, მზად ვართ, დავრჩეთ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გადაიტვირთება, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს აკავშირებთ ტრადიციული მეგობრობა, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული სოლიდარობის განცდა უკრაინე...































