ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: დეზინფორმაციაა, თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ.

ამ საკითხზე ისაუბრა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილემ, ცირა ნაფეტვარიძემ, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.

როგორც სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, მიმდინარე პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, რის დასტურადაც იმ გარემოებას ასახელებს, რომ ცხოველთა მიკედლებისა და მოვლის პროცესში სრულად არიან ჩართულები თავად მიმკედლებლები, მიუსაფარი ცხოველების უფლებადამცველები და ცხოველთა მოყვარულები.

„მიმდინარე პროცესი იმდენად გამჭვირვალეა, რომ ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული [ინფორმაცია], რომ თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ. ამას ეწინააღმდეგება ზუსტად ის გარემოება, რომ პროცესში სრულად ჩართული არის მიმკედლებელი ან და მიუსაფარი ცხოველების უფლებადამცველი, ცხოველთა მოყვარულები. ეს კიდევ ღია და ცალსახად გაშუქებული არის ოფიციალურ პლატფორმაზე“, - განაცხადა ცირა ნაფეტვარიძემ.​  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784206784

ახალი ამბები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ბიზნეს ასოციაც...

შეხვედრა გაიმართა

1784206212

ახალი ამბები

ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა

წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საოპერაციო შედეგებსა და მომსახურე...

ხოსე ენრიკე ბოფილი

1784204992

საზოგადოება

ირაკლი ლატარია მიხეილ სააკაშვილზე: „რიყის დოქები“ თავის საყვარელს, სოფო ნიჟარაძეს აუშენა

ექსპერტი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი რიყის თეატრზე საუბრობს: „ნუთუ არ გესმით, რომ რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილ...

ანალიტიკოსი

1784203083

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო

„გვარამიას წამოცდენა არის კიდევ ერთი დასტური რაზეც ვსაუბრობთ, მისი და დანარჩენი აგენტურის გარე პატრონებს სურდათ და სურთ, რომ საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიანი

1784201053

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: ვფიქრობ, პირველი ამ ალიანსს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებს, მათი დაშლის ძირითადი მიზეზი ის იქნება, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას

„ალიანსი“ დაპირისპირებისთვის შეიქმნა. მას სხვა რეალური მიზანი და ამოცანა არ აქვს და არც ჰქონია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლო...

იმერეთის გუბერნატორი