შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია დაინტერესებულია მინისტერიალზე საქართველოს მონაწილეობით, ბევრი გვაქვს მოსაყოლი, რას ნიშნავს რადიკალიზაცია, ტერორიზმი პოლიტიკაში
ზოგადად, მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რომელიც პოლიტიკურ ტერორიზმს ეხება. ძალიან ბევრი გვაქვს მოსაყოლი, თუ რას ნიშნავს რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი, ტერორიზმი პოლიტიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რა გზავნილია, რომ ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც მონაწილეობს.
„დღეს ძალადობა, რადიკალიზმი და ტერორიზმის ზღვარზე მყოფი ექსტრემიზმი გამოიყენება გარედან ჩარევის ინსტრუმენტად, რათა საზოგადოების ცალკეული ჯგუფების რადიკალიზაცია მოახდინონ, შემდეგ ხელისუფლების, ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ, რათა გარე ძალებმა საკუთარი დღის წესრიგი განახორციელონ სხვა ქვეყანაში.
სხვათა შორის, ვნახეთ, რომ ამ მხრივ იხარჯებოდა ფული საქართველოში, რათა გადატრიალების, რევოლუციების, რადიკალიზაციის სხვადასხვა სცენარი განეხილათ, ესწავლებინათ მეთოდები რადიკალური პროტესტისა. ამის შედეგი იყო, როდესაც ძალადობით ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლის აღებას, პარლამენტის გადაწვას და სხვა მსგავს ქმედებებს.
ეს პირდაპირ აჩვენებს, რა შედეგამდე მიჰყავს საქმე პოლიტიკურ ტერორიზმს. ამიტომ, საქართველოს თავისი სათქმელი ექნება ამ კონფერენციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია დაინტერესებულია საქართველოს მონაწილეობითა და ჩვენი მოსაზრებების გაზიარებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1784208244
საზოგადოებაგივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ შამირადოვიჩ გურბანგელდიევთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათ...
1784207220
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6333 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6344 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1784206784
ახალი ამბებისაქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ბიზნეს ასოციაც...
1784206212
ახალი ამბებიხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა
წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საოპერაციო შედეგებსა და მომსახურე...
1784204992
საზოგადოებაირაკლი ლატარია მიხეილ სააკაშვილზე: „რიყის დოქები“ თავის საყვარელს, სოფო ნიჟარაძეს აუშენა
ექსპერტი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი რიყის თეატრზე საუბრობს: „ნუთუ არ გესმით, რომ რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილ...





























