არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა
„ნაცმოძრაობის“ დღევანდელი განცხადება - ეს არის უბადრუკი მცდელობა თავიანთი უტიფრობისა და უბადრუკობის, სასამართლო სხდომაზე გამოვლენის გაბათილებისა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
გორდულაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ვერასდროს გაექცევიან ევროსაბჭოს რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებზე პასუხისმგებლობას და მათ ამ თემაზე არსებულ კითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი.
გარდა ამისა, როგორც გორდულაძემ აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიტყუა „ისკანდერთან“ დაკავშირებითაც და რომ არა სახელმწიფო უწყებების ერთობლივი ქმედებები, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში დამარცხდებოდა.
„ჩვენ მხოლოდ ნაწილს შევეხებით დღეს იმ საქმეებისა, რომელზეც აპელირებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
ისინი ამბობენ, თითქოს, გაბათილდა აგვისტოს ომთან დაკავშირებული მათ მიმართ დაყენებული საკითხი. ისინი ვერასდროს გაექცევიან N 1633 რეზოლუციის მე-5, მე-6 და მე-11 პუნქტებს, სადაც წერია, რომ ცხელი ფაზა ესკალაციისა ქართველი სამხედროების მიერ ცეცხლის გახსნით მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ დაიწყო და რუსეთის ფედერაციის მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ იყო საპასუხო, ხოლო მე-11 პუნქტში არის კითხვის ნიშანი დასმული, ქართულმა სამხედროებმა ჩაიდინეს თუ არა ომის დანაშაულები. "ნაცმოძრაობამ" ამ ყველაფერს უწოდა დიპლომატიური წარმატება და კომპრომისები - კომპრომისებზე არ მიდიან ქართველი ჯარისკაცების ხარჯზე, ეს ერთხელ და სამუდამოდ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებმა უნდა დაიმახსოვრონ. ამავდროულად, მათ აქვთ კითხვებზე პასუხი გასაცემი, ეს ყველაფერი მათ ჩაიდინეს და აღიარეს N 1633 რეზოლუციაზე მხარდაჭერით, თუ არ ჩაუდენიათ და საკუთარ ქვეყანას ეს ყველაფერი დააბრალეს.
მათ მოიტყუეს ასევე „ისკანდერთან“ დაკავშირებით, თითქოს ის გადაცემული იყო ექსპერტიზისათვის, მაშინ როდესაც 2008-დან 2012 წლამდე „ისკანდერის“ შესახებ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოში და არა ჰააგაში - ისევ და ისევ ელემენტარულად წაკითხულის, დაწერილის წაკითხვა უნდა შეეძლოს იმ ადამიანს, რომელიც წარმომადგენლად არის საკონსტიტუციო სასამართლოში - არ ყოფილა წარდგენილი სასამართლოში. რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი ქმედებები, იურისტების, ჩვენი წარმომადგენლების ჩართულობა, ვერც „ისკანდერი“ იქნებოდა წარდგენილი სასამართლოსთვის და საქართველო დამარცხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლაში.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი პერსპექტივა რანაირად მოგვემართება ჩვენ - ამ კითხვას სვამენ და ესეც გაბათილდაო, მაშინ, როდესაც გუშინ ლევან ბეჟაშვილი ჩვენ გვისვამდა კითხვას, თუ სად არის, სად წერია, რა დოკუმენტით არის განსაზღვრული მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და ჩვენ გვიბრუნებდა ამ კითხვას. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ ამ კითხვის დასმით, რომ არავითარი მშვიდობიანი პერსპექტივის შესაძლებლობა არ ჰქონიათ და პირიქით, მათი ქმედებები იყო ზუსტად მილიტარისტული და მათი გადადგმული ნაბიჯები გამოიყენა შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ოკუპაციისათვის“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1795592995
ახალი ამბებითბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის 600-მდე შემთხვევა დააფინანსა
თბილისის მერიის მიერ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის „აქტემრას“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე, ძვირადღირებული მედიკამენტი 600-მდე შემთხვევა დაფინანსდა, - ამის შეს...
1795592243
ახალი ამბებიფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
გავრცელებული ცნობით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ახალგაზრდა კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო. ის და...
1795591048
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ნაცებს“ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს
„კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აჩვენებენ“, - ამის შესახე...
1795590552
მსოფლიო2025 წელს 200 000 ქალი გერმანიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა
2025 წელს გერმანიაში დაახლოებით 200 000 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ქალების და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის რაოდენობა პრაქტიკულად ყველა კატეგორიაში გაიზარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუ...
1795589831
ახალი ამბებისამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მრ...































