მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნების და რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში

„საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ქვეყანაში ჩატარდა უმაღლეს დონეზე შეხვედრებით, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა და ეს ურთიერთობები ძალიან სერიოზული შინაარსით არის სავსე.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთი მიმართულებით. ჩვენს რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანასთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნების და ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში.

ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა სამომავლო ნაბიჯებზეც, მომავალი წლის დასაწყისში ველოდებით საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს თბილისში, ასევე, დავიწყებთ მუშაობას პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტზე აზერბაიჯანში, ესეც კიდევ ერთხელ იქნება მნიშვნელოვანი დღის წესრიგი ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების.

ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობები ინტენსიურია, სხვადასხვა სექტორების მიმართულებით თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია ჩვენს ქვეყნებს შორის, რასაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული დატვირთვა აქვს და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გაგრძელდება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795592243

ახალი ამბები

ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

გავრცელებული ცნობით, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.  ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ახალგაზრდა კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო. ის და...

ფონიჭალა

1795591048

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებს“ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს

„კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აჩვენებენ“, - ამის შესახე...

ლევან მაჭავარიანი

1795590552

მსოფლიო

2025 წელს 200 000 ქალი გერმანიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა

2025 წელს გერმანიაში დაახლოებით 200 000 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ქალების და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის რაოდენობა პრაქტიკულად ყველა კატეგორიაში გაიზარდა. ამის შესახებ Deutche Welle იუ...

 ძალადობა

1795589831

ახალი ამბები

სამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ განაცხადა.   მისი თქმით, მრ...

სამი წლის თაია

1795588758

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო...

ნარკოტიკ