არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: 13 სექტემბერს აქციას აანონსებს, ღმერთი არ გაუწყრეთ და რაიმე არეულობა, კანონის დარღვევა არ მოინდომონ

 „ოპოზიცია 13 სექტემბერს საპროტესტო აქციას აანონსებს, ღმერთი არ გაუწყრეთ და რაიმე არეულობა, კანონის დარღვევა არ მოინდომონ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძე აცხადებს.

მისი თქმით, არავის ექნება საშუალება, რომ არეულობა შემოიტანონ და თბილისში მაიდანი გაიმეოროს.

„ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ გარედან მიღებული დავალების შესრულებას უკავშირდება. რაც წინა კვირაში ითქვა, ახდა – 13 სექტემბერს საპროტესტო აქციას აანონსებენ.

ღმერთი არ გაუწყრეთ და რაიმე არეულობა, კანონის დარღვევა არ მოინდომონ. ვისაც რისი გაპროტესტება უნდა, კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოში გააპროტესტონ. სხვა შემთხვევაში, კანონი და სამართალდამცავი ორგანოები არსებობენ. არავის ექნება საშუალება, რომ არეულობა შემოიტანონ და თბილისში მაიდანი გაიმეოროს.

ქართველი ხალხისთვის როცა არაფერი აქვთ სათქმელი და საქართველოს ინტერესებს აზიანებენ, ეს იმის შედეგია, რომ საპროტესტო აქციებზე ადამიანები არ გამოდიან. იქამდეც კი მივიდნენ, ადამიანებს თავს ეროვნული ნიშნით დაესხნენ.

საინტერესოა, საელჩოები ამ ფაქტს რატომ არ გამოეხმაურნენ? სხვა შემთხვევაში, მათ პოსტის დაწერას ვერავინ დაასწრებს ხოლმე.

სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან, ამერიკის მოქალაქეს თავს დაესხნენ, მაგრამ ამაზე პრეტენზია არც ევროკავშირის ელჩს ჰქონია, არც დიდი ბრიტანეთის და არც გერმანიის. ადამიანებზე თავდასხმა მათი წახალისებით ხდება“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756199405

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს „ოცნება“ წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე რადიკალური ოპოზიციის გეგმებს აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს, ამავ...

ცოტნე ანანიძე

1756197705

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით

„საქართველოში რევოლუცია არ მოხდება - კარგი გამოცდილება მივიღეთ, კარგად გვამეცადინეს, მთელ შემოტევებს გავუძელით. არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან...

ირაკლი ზარქუა

1756196616

ახალი ამბები

შსს-მ უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას ა...

შსს-მ უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

1756194688

ახალი ამბები

საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი...

საქსტატი:

1756192842

ახალი ამბები

პრემიერი: ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას

„მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება - სტუდენტობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაური პირველკურსელ...

ირაკლი კობახიძე