კახა კალაძე: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები, სწორედ მასზეა დამოკიდებული დედაქალაქის განვითარება, თითოეული თბილისელის კეთილდღეობა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, განაგრძობს შეხვედრებს პარტიულ აქტივთან.

დღეს კახა კალაძე გლდანის, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონების პარტიულ ოფისებს ესტუმრა.

წინასაარჩევნო გარემო და სამზადისი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დედაქალაქში დაგეგმილი სიახლეები იყო შეხვედრების მთავარი თემა.

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები, სწორედ მასზეა დამოკიდებული დედაქალაქის განვითარება, თითოეული თბილისელის კეთილდღეობა. ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, თქვენ კი ხართ ის ხალხი, ვინც მოქალაქეებამდე უნდა მიიტანოთ ყველა სიახლე და გეგმა, რასაც მომავალი 4 წლის მანძილზე ვაპირებთ. ამდენად, თქვენი ჩართულობა, თქვენი მონაწილეობა წინასაარჩევნო პროცესში არის უმნიშვნელოვანესი.


როგორც იცით, უამრავი მაგარი პროექტი განვახორციელეთ გასული წლების მანძილზე თბილისში, ყველა ხედავს რამდენად მასშტაბური სამუშაო გავწიეთ, რომ თბილისი ყოფილიყო უფრო მწვანე, უფრო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, განახლებული ტრანსპორტით, მოდერნიზებული ქუჩებით, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რასაც ერთობლივი ძალისხმევით, პრობლემის გადაჭრის ზუსტი ცოდნით უნდა ვუპასუხოთ.


რაც მთავარია, ზურგს გვიმაგრებს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა და პოლიტიკური გუნდი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზეა ორიენტირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარტიის რაიონულ ორგანიზაციებში გამართულ შეხვედრას თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756199405

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს „ოცნება“ წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე რადიკალური ოპოზიციის გეგმებს აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს, ამავ...

ცოტნე ანანიძე

1756197705

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით

„საქართველოში რევოლუცია არ მოხდება - კარგი გამოცდილება მივიღეთ, კარგად გვამეცადინეს, მთელ შემოტევებს გავუძელით. არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან...

ირაკლი ზარქუა

1756196616

ახალი ამბები

შსს-მ უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას ა...

შსს-მ უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

1756194688

ახალი ამბები

საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი...

საქსტატი:

1756192842

ახალი ამბები

პრემიერი: ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას

„მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება - სტუდენტობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაური პირველკურსელ...

ირაკლი კობახიძე