როგორი ამინდი იქნება საქართველოში? - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 27-29 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 აგვისტოს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 28-29 აგვისტოს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 27 აგვისტოს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 28-29 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756199405

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს „ოცნება“ წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე რადიკალური ოპოზიციის გეგმებს აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს, ამავ...

ცოტნე ანანიძე

1756197705

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით

„საქართველოში რევოლუცია არ მოხდება - კარგი გამოცდილება მივიღეთ, კარგად გვამეცადინეს, მთელ შემოტევებს გავუძელით. არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან...

ირაკლი ზარქუა

1756196616

ახალი ამბები

შსს-მ უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 22 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას ა...

შსს-მ უცხო ქვეყნის 22 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

1756194688

ახალი ამბები

საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი...

საქსტატი:

1756192842

ახალი ამბები

პრემიერი: ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას

„მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება - სტუდენტობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული. მთავრობის მეთაური პირველკურსელ...

ირაკლი კობახიძე