კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ

„თუ თავიდანვე იცი, რომ რაღაც პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ ქვეყანა დააზიანო“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ არის საქართველო მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, კახა კალაძის თქმით, ხელისუფლებას არაერთხელ აქვს დაფიქსირებული მზაობა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებაზე, თუმცა ეს ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს და ადგილი არ უნდა ჰქონდეს ბრძანებების გაცემას.

„ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა, თანამშრომლობის, ურთიერთობის გაღრმავების, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული და დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ. ასე არ გამოვა. პარტნიორობა, მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი და არა ზემოდან ყურება, ბრძანებების გაცემა. ევროპა რატომ გვინდა? რა იყო მთავარი ამოცანა და მიზანი? - რა თქმა უნდა, თავისუფლება.

ისინი იმავე მეთოდებით აგრძელებენ ურთიერთობას, მათ შორის დავალებების მიცემას. თუ თავიდანვე იცი, რომ რაღაც დამაზიანებელია და პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს და შენი ხალხი გადარდებს, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. მხედველობაში მაქვს, მაგალითად, სანქციებზე მიერთება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ევროპელი მაღალჩინოსნების დამოკიდებულებას საზოგადოება კარგად ხედავს და სწორი შეფასების გაკეთებაც შეუძლია.

„ჩვენ ხომ ვიცოდით და ვიცით, რომ სანქციებზე მიერთება დამაზიანებელი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, დამაზიანებელი იქნება უბრალო ადამიანისთვის, ვინც შრომობს, მუშაობს, წვლილი შეაქვს ეკონომიკურ განვითარებაში. რატომ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს შენი ქვეყნის ინტერესებს?

გვიკრძალავენ, გვეუბნებიან, გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, რატომ მიიღეთ, შემდეგ თვითონ იმავეს აკეთებენ. მგონი, ძალიან მარტივად შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს შეფასებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მოდის ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794296159

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოავლინა. სამართალდარღვევები დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. შუ...

ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებ

1794295455

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგა...

საქართველოს პროკურატურა

1794295231

ახალი ამბები

„ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა“ - პოლიციამ 2024 წელს წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელო...

 განზრახ მკვლელობის ფაქტი

1794295124

ახალი ამბები

„ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 2 000 ლარს“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს...

შსს  შსს შსს

1794294448

ახალი ამბები

თბილისის სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა.  „✅ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგ...

მეტროს ესკალატორი