კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
„ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობები დიდ სავაჭრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძლევა“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს.
„ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთის მხრივ, ეს არის ლოგიკური შედეგი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთთან გამართული ოფიციალური შეხვედრებისა.
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა. ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეგობრული და პარტნიორული გავხადოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილი გარე ძალებისგან მიღებული დავალებით იყო განპირობებული.
„რა შეფასებები უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას. კრიტიკა რომ დაეწყოთ ცუდი იქნებოდა მათთვის, არაფრის მომცემი, უფრო მეტიც - დამაზიანებელი. შესაბამისად, მათ პატრონებმა უბრძანეს, რომ გაჩუმებულიყვნენ, არანაირი მესიჯი არ გაეჟღერებინათ აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს უსამშობლო, წვრილფეხა აგენტურაც დაემორჩილა პატრონების ბრძანებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1794295455
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგა...
1794295231
ახალი ამბები„ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა“ - პოლიციამ 2024 წელს წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელო...
1794295124
ახალი ამბები„ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 2 000 ლარს“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს...
1794294448
ახალი ამბებითბილისის სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა. „✅ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა და სადგურმა მგ...
1794294441
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში COP31-ის ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის...






























