შალვა პაპუაშვილი: შევეცდებით, ორმხრივი ურთიერთობიდან დავარწმუნოთ ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ სამართლიან მოპყრობას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს
„მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტი გაიმართა, შესაძლებლობა გვქონდა, რომ ერთდროულად მოგვენახულებინა ბელგია და ლუქსემბურგი, ჩვენს კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვედროდით, საშუალება გვქონდა იმ წუხილებზე გვესაუბრა, რომელიც ჩვენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიის მცდელობებით ევროკავშირის ფორმატში ბარიერებია შექმნილი.
„კოლეგებს ავუხსენით ის პერსპექტივა, რომლითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ვუყურებთ. მიხარია, რომ ჩვენი პოზიციების მიმართ დიდი ინტერესი იყო და კოლეგებთან თანხვედრა გვაქვს, რომ დიალოგი და სამართლიანი მოპყრობა ერთადერთი სწორი და ევროპული გზაა ურთიერთობის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა ამ კალაპოტში დაბრუნდეს. მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელმა მის მიერ 2024 წლის ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად შეჩერების.
მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები. ერთი დონეა ევროკავშირთან ურთიერთობა, თუმცა მეორე განზომილება და დონეა ორმხრივი ურთიერთობები. მაშინ, როცა სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატიის მცდელობებით ევროკავშირის ფორმატში ბარიერებია შექმნილი, ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების ფორმატი არ უნდა დავივიწყოთ.
საბოლოო ჯამში, ევროკავშირი სხვა არაფერია თუ არა წევრი ქვეყნების ერთობა. ამიტომ, ჩვენ წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატში ვიზიტებს გავაგრძელებთ. შევეცდებით, რომ ორმხრივი ურთიერთობიდან დავარწმუნოთ ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ სამართლიან მოპყრობას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1790257041
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის
დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩასწვდებიან ქართულ კულტურას, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში პარლამენტ...
1790256557
ახალი ამბებილევან მახაშვილი: გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება მიგაჩნდეს, ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა, საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას
„ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას, ორივე ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები იყო მეგობრული, საქმიანი და შინაარსიანი“, – ამის შესახებ პ...
1790256412
საზოგადოებალევან მახაშვილი: ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა - ობიექტური შეფასების და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ვიზიტის ფ...
1790256392
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა, ჩვენგან ადეკვატური და არგუმენტირებული პასუხები მოისმინეს
„ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შეხ...
1790255446
ახალი ამბებიხვიჩა კვარაცხელია – „თავს იდეალურად ვგრძნობ, გვაქვს ამბიცია, რომ ამ ჯგუფში წარმატებით ვითამაშოთ“
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან „უეფას“ ერთა ლიგის შეხვედრის შესახებ „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა. „ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია...





























