არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის დარღვევა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“.

მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ეს სხვა პარტიებისთვის იქნება პრევენცია, რომ არ სცადონ ექსტრემისტული ქმედებები და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას.

„სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენი გადმოსახედიდან პოზიცია ასეთია, რომ რაც ჩვენ სარჩელში გვაქვს მითითებული, ის ფაქტები დადასტურდება, რომ არის კონსტიტუციის დარღვევა. ეს სხვა პარტიებისთვის იქნება პრევენცია, რომ აღნიშნული ქმედებებისგან ელემენტარულად თავი შეიკავონ და კონსტიტუციის დარღვევის გზას კი არ დაადგნენ, არამედ, პირიქით, საუკეთესო რაც არის მათი გადმოსახედიდან, მათი პარტიული პლატფორმებიდან გამომდინარე, წარმოადგინონ საქართველოს საზოგადოების და ქართველი ხალხის წინაშე. შესაბამისად, ამ პროცესსაც კი თავის მხრივ პრევენციული მიზანი აქვს. ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, რომ ასეთი შედეგიც დადგება, რომ სასამართლოს მიერ დადასტურების შემთხვევაში, რომ ესენი ნამდვილად არის კონსტიტუციის დარღვევები, სხვა პარტიებმა იგივე არ უნდა ჩაიდინონ და პირიქით, არ უნდა სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა, ეს ყველაფერი არ უნდა გააკეთონ. ამავდროულად, არ უნდა შეეცადონ ექსტრემიზმს და პატივი უნდა სცენ პირველ რიგში უმთავრეს დოკუმენტს - საქართველოს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციიდან და გადაწყვეტილებების მიმღები ქართველი ხალხის ნებიდან გამომდინარე წარმართონ თავიანთი პოლიტიკა - ეს არის სწორედ ის შედეგი, რომელიც საბოლოო ჯამში პოლიტიკური ველისთვის და ხალხისთვის იქნება ხელშესახები, თუ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე

1794405675

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...

ნათია თურნავა

1794404929

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს

„ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...

არჩილ გორდულაძე