ირაკლი კობახიძე: საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება, სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც
„საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ძლიერი კავშირების შენარჩუნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლურ სამყაროსა და ევროპასთან აკავშირებს შვიდ ქვეყანას, რომლებსაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვთ.
„საკითხი, რომელზეც მსურს ყურადღება გავამახვილო, საქართველოს სტრატეგიული როლია, განსაკუთრებით დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამ მიმართულებითაც ვხედავთ ევროპისთვის არასასურველ ტენდენციებს, რომლებიც უარყოფითად აისახება მის ეკონომიკაზე. ევროპამ დაკარგა აღმოსავლეთის მიმართულებით არსებული გარკვეული სატრანსპორტო და ეკონომიკური მარშრუტები. ამასთან, ევროპისა და აზიის დაკავშირებადობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპამ, კერძოდ, ევროკავშირმა, დაკარგა კავშირი რუსეთის ბაზართან, რომელსაც ევროპის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ევროპამ ასევე დაკარგა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე. ამასთან, ვხედავთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი კვლავ გრძელდება და ისიც უარყოფითად მოქმედებს ევროპის აღმოსავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობაზე. ამ ვითარებაში საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროპისთვის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ მარშრუტად რჩება. სწორედ ამიტომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თავად ევროპისთვისაც, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ძლიერი კავშირების შენარჩუნება.
საქართველო შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლურ სამყაროსა და ევროპასთან აკავშირებს შვიდ ქვეყანას, რომლებსაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვთ. ესენია სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ, და ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფო. თუ უფრო შორს გავიხედავთ, ამ მარშრუტის საშუალებით ევროპას შეუძლია დაუკავშირდეს ჩინეთსა და სხვა ქვეყნებსაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ამ რეგიონს უკვე აკავშირებს ევროპასთან.
„მაგალითად, სტრატეგიული მილსადენები, რომელთა მეშვეობითაც კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი აირი და ნავთობი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიეწოდება. ერთ-ერთი მათგანია ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას უზრუნველყოფს. მეორეა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის საშუალებითაც ნავთობი ევროპულ ქვეყნებს მიეწოდება. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია“, - აღნიშნა პრემიერმა.
1794411071
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...
1794409593
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...
1794409444
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით
„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...
1794405675
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომე...
1794404929
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გახარიას მიერ ჩორჩანასთან საგუშაგოს დამოუკიდებლად განთავსების გადაწყვეტილებას ერთ მილიონ კვადრატულ მეტრზე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის დაკარგვა მოჰყვა, თავად კი ამ გადაწყვეტილებით ამაყობს
„ჩორჩანას ეპიზოდი ერთ-ერთია იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს შორის, რომლებიც პარტია „საქართველოსთვის“ და გიორგი გახარიას შეერაცხება“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთ...





























