არჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას

„თუ მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ძალადობები ხდებოდა თუ არ ხდებოდა - არ ვიცი. ნამდვილად ხდებოდა და სისტემურად, საათობრივად ხდებოდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლევან ბეჟაშვილს სურს წარმოაჩინოს, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები აქციის დაშლას ღამის 12 საათზე იწყებდნენ, თუმცა, მაგალითად, 2024 წლის პირველ მაისს, აქციის მონაწილეებმა მაინც დაიწყეს პარლამენტის შენობის დაზიანება და ცეცხლის წაკიდება იმის მიუხედავად, რომ პერიმეტრზე სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა.

„თუ ბატონ ლევანს უნდა იმის წარმოჩენა, 12 საათი რომ გახდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მაშინვე აქციის დაშლას იწყებდნენ - უბრალოდ ერთი ფაქტითაც კი მტკიცდება [რომ ტყუილია], მაგალითად, 1 მაისის მაგალითი მოგიყვანეთ, როდესაც საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ იდგა პარლამენტის შენობის გარე პერიმეტრზე.

მიუხედავად ამისა, ძალადობრივი აქციის მონაწილე მოძალადეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობა, დააზიანეს კამერები, ჩახერგეს შესასვლელები, ცეცხლი წაუკიდეს სახელმწიფო ქონებას, მათ შორის, უშუალოდ ცეცხლი გაუჩნდა თვითონ შენობაში ოთახებს. თუ ამის აღწერილობა არის, მაშინ საათობრივად შეგვიძლია წარმოვადგინოთ. თუ ასეთი აუცილებლობა არსებობს, ბატონო თავმჯდომარევ, შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, საათების განმავლობაში რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით - 2024 წლის ნოემბერში, 2024 წლის დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს. თუ არსებობს იმის მტკიცების აუცილებლობა, კონკრეტულ დღეს რა ხდებოდა, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას, ეს წარმოდგენილია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არაერთი,და ვიდეოებით შეგვიძლია, საათობრივად გავყვეთ,“ - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795178666

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს - დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

„უმძიმესია ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და მთელი საქართველო შეძრა“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და ფონიჭალაში აფეთქების შედეგად...

ირაკლი კირცხალია

1795178446

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ნებისმიერი თავმოყვარე ერი და სახელმწიფო გააპროტესტებს ისეთ მიდგომას, როცა ევროკავშირში თითქოს უპირატესი და მეორეხარისხოვანი სახელმწიფოების კლასტერი ყალიბდება

ევრობიუროკრატების რეპრესიული და დამამცირებელი მოქმედებები საქართველოს მასშტაბს გასცდა და ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ ყველა კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ ისეთი რეგულაციები მიიღონ, რომლებიც მათ ათწლიან მორ...

ნინო წილოსანი

1795175216

ახალი ამბები

სეტყვა, ქარი, თოვლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 20-23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბ...

წვიმიანი ამინდი

1795174842

ახალი ამბები

პოლონეთის საელჩო საქართველოში: თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ

საქართველოში პოლონეთის საელჩო თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფე...

პოლონეთის საელჩო საქართველოში:

1795173762

ახალი ამბები

ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თუ მათი მომხრეების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ როგო...

ლევან ჭოტორლიშვილი