პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 4 თებერვალს, ბათუმში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დიდი ოდენობით ფინანსური სარგებელს მიღების მიზნით, დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ მძევლის ოჯახის წევრებს და გათავისუფლების სანაცვლოდ 2 500 000 თურქული ლირის გადაცემას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძევლის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრებს დიდი ოდენობით თანხა, ოქროს ნაკეთობები და სხვა პირადი ნივთები გამოსძალეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ვ“ , „ი“ , მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი შვიდ დღეზე მეტი ხნით, ანგარებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ე.ი სხვისი ნივთის და ქონებრივი უფლების გადაცემის და ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795172108

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ფრაზა „ბრძოლა ბოლომდე“ შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, მაგრამ ამ სიტყვებს როდესაც წინამძღვრად აქვს, რომ 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ, ეს უკვე ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის მხარდაჭერაა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოწოდებები „ბრძოლა ბოლომდე“ და „მშვიდობიანი დამხობა“ იმ კონტექსტში, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდებოდა, კონსტიტუციური წყ...

არჩილ გორდულაძე

1795170141

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ტკივილი და დანაკარგია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ფონიჭალაში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდა...

მარიამ ქვრივიშვილი

1795169282

ახალი ამბები

გერმანიის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთან ვართ

საქართველოში გერმანიის საელჩო თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და შემთხვევის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევი...

გერმანიის საელჩო

1795168515

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელიც ფონიჭალაში ტრაგედიამ გამოიწვია, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატავად, რო...

შალვა პაპუაშვილი

1795167978

ახალი ამბები

კახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვები კლინიკაში მოინახულა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები ინგოროყვას კლინიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთ...

კახა კალაძე