ირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს - დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

„უმძიმესია ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და მთელი საქართველო შეძრა“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ამ უდიდესი მწუხარების დროს მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები და მისცეს მათ ოჯახებს გამძლეობა.

დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს ირაკლი კირცხალია.

 

 

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებიდან 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795169282

ახალი ამბები

გერმანიის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთან ვართ

საქართველოში გერმანიის საელჩო თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და შემთხვევის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევი...

გერმანიის საელჩო

1795168515

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატავად, რომელიც ფონიჭალაში ტრაგედიამ გამოიწვია, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ძნელია სიტყვების პოვნა იმ ტკივილის გამოსახატავად, რო...

შალვა პაპუაშვილი

1795167978

ახალი ამბები

კახა კალაძემ ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვები კლინიკაში მოინახულა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები ინგოროყვას კლინიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთ...

კახა კალაძე

1795166495

ახალი ამბები

გივი მიქანაძე ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო, რომელმაც ჩვენი მოქალ...

გივი მიქანაძე

1795165834

ახალი ამბები

კახა კალაძე – ფონიჭალიდან 28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი, შემდეგ ეტაპზე ვიქირავებთ მათთვის ბინებს, აუცილებლად მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება

28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი, შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნათ, – ამის შესახებ თბილისის...

 კახა კალაძე