პატრიარქი შიო მესამე: მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, დიდია ჩვენი მწუხარება, გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.
დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს… განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია.
ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ... შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს.ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
19 ნოემბერს ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. დაიღუპა 6 ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
1795178666
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, მთელი გულით ვიზიარებ მათ ტკივილს - დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
„უმძიმესია ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და მთელი საქართველო შეძრა“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და ფონიჭალაში აფეთქების შედეგად...
1795178446
ახალი ამბებინინო წილოსანი: ნებისმიერი თავმოყვარე ერი და სახელმწიფო გააპროტესტებს ისეთ მიდგომას, როცა ევროკავშირში თითქოს უპირატესი და მეორეხარისხოვანი სახელმწიფოების კლასტერი ყალიბდება
ევრობიუროკრატების რეპრესიული და დამამცირებელი მოქმედებები საქართველოს მასშტაბს გასცდა და ახლა მათ გადაწყვიტეს, რომ ყველა კანდიდატი სახელმწიფოს მიმართ ისეთი რეგულაციები მიიღონ, რომლებიც მათ ათწლიან მორ...
1795175216
ახალი ამბებისეტყვა, ქარი, თოვლი და ქარბუქი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 20-23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბ...
1795174842
ახალი ამბებიპოლონეთის საელჩო საქართველოში: თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ
საქართველოში პოლონეთის საელჩო თბილისში, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „თბილისში, ფონიჭალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფე...
1795173762
ახალი ამბებილევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თუ მათი მომხრეების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ როგო...































