ქუთაისში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა - საქართველოში ინოვაციების განვითარების ახალი ეტაპი იწყება

ქალაქ ქუთაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი ოფიციალურად გაიხსნა. მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას.

ჰაბი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას. მისი მიზანია სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობა ისწავლონ, შექმნან, გამოცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური იდეები ერთ სივრცეში.

ჰაბში ამოქმედდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრეაქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპის და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები.

ჰაბის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც მოიცავს რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT-ის, ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების, FabLab-ის, STEAM-ის, 3D პროტოტიპირების და ვირტუალური რეალობის მიმართულებებს. აღნიშნული ლაბორატორიები ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის, სტარტაპებისთვისა და ინოვატორებისთვის, გარდაქმნან იდეები რეალურ პროდუქტებად, შეამოწმონ მათი სიცოცხლისუნარიანობა და შექმნან კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჰაბში განთავსებულია რეგიონში პირველი მეტალის FDM (დადნობითი მეთოდით მომუშავე) 3D პრინტერი.

ჰაბის მნიშვნელოვანი ნაწილია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში. მუზეუმის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს. პირველ ეტაპზე, მუზეუმში წარმოდგენილია 50 თანამედროვე ექსპონატი, მათ შორის ნაწილი შერჩეული და დამზადებულია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით. ექსპოზიცია აერთიანებს ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკას.

ჰაბში ასევე განთავსდება TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრი ახალგაზრდებს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც აერთიანებს პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეოწარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს.

პროექტი მოიცავს სტარტაპებისა და მეწარმეობის განვითარების სივრცეებს, coworking ზონებს, თანამედროვე საკონფერენციო ინფრასტრუქტურას, ტრენინგებისა და შეხვედრების ოთახებს, ასევე საერთაშორისო IT კომპანიებისთვის განკუთვნილ საოფისე სივრცეებს.

ჰაბის ეკოსისტემას კიდევ უფრო აძლიერებს Growth Hub, რომელიც მეწარმეებსა და კომპანიებს შესთავაზებს ბიზნესის განვითარების, დაფინანსების, ბაზრის კვლევის, საერთაშორისო პარტნიორობებისა და ექსპორტის მიმართულებით პროფესიულ მხარდაჭერას.

ამასთანავე, ჰაბში განთავსდება საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი.

ქუთაისის ტექ ქალაქი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ახალ მოდელს, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას. თანამედროვე ლაბორატორიები, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საგანმანათლებლო პროგრამები, სტარტაპების განვითარების სივრცეები და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა ქმნის გარემოს, სადაც იდეები რეალურ პროდუქტებად და ინოვაციურ ბიზნესებად გარდაიქმნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784918551

ახალი ამბები

ხანძარი თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე - მეხანძრე-მაშველებმა კაცი გადაარჩინეს

ხანძარი იყო თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე. ცეცხლი კორპუსის მეშვიდე სართულზე, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო exclusivetv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,...

ხანძარი თბილისში

1784916238

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი

„მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები...

მარიამ ქვრივიშვილი

1784916032

ახალი ამბები

პრემიერი: დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება

„ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰ...

ირაკლი კობახიძე

1784914650

მსოფლიო

სტივენ ჯერმი: მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის სამხედრო თვითმკვლელობა იქნებოდა

„მეორე ფრონტის გახსნაზე უფრო კატასტროფული ცოტა რამე თუ იქნება საქართველოსთვის“, - ასე უპასუხა დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა სტივენ ჯერმმა გადაცემა „თბილისის დროით“ წამყ...

სტივენ ჯერმი

1784913054

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება 2026 წლის წლის პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარ...

საქართველოს მთავრობი