„ბაიერნის“ 17 წლამდე გუნდში გოლი გაიტანა“ — გერმანული პრესა თორნიკე კვარაცხელიას შესახებ წერს
რამდენიმე დღის, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, თორნიკე მიუნხენში გაფრინდა და „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბაიერნი 16 წლის მოთამაშის შეძენით სერიოზულად ინტერესდება, თუმცა საქმეში სხვა ევროპული კლუბებიც არიან.
ამ თემასთან დაკავშირებით, გავლენიანი გერმანული წყაროები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ — თორნიკე კვარაცხელიამ სამშაბათს, „ბაიერნის“ 17 წლამდე გუნდში საცდელ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართველმა მაღალი ტექნიკური შესაძლებლობები აჩვენა.
როგორც იწერება, თორნიკემ საცდელი პერიოდის განმავლობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 17 წლამდე გუნდში ულამაზესი გოლიც გაიტანა, თუმცა ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, თორნიკე კვარაცხელიას მიუნხენურ გრანდში გადასვლა მხოლოდ 18 წლის ასაკში შეეძლება. აღნიშნული პერიოდის გადასალახად ერთ-ერთ ვარიანტად იჯარით სხვა კლუბში თამაში განიხილება, მათ შორის შესაძლოა „Red & Gold's“ პარტნიორი კლუბებიც.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მსგავსი მიზეზის გამო ჩაიშალა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც — მაშინ „ბაიერნი“ ქართველი ვარსკვლავის დამატებით სერიოზულად იყო დაინტერესებული, თუმცა ის მხოლოდ 16 წლის იყო და შესაბამისი იჯარის ვარიანტის მოძებნა ვერ მოხერხდა. თუ ბაიერნი პარტნიორი კლუბის მეშვეობით თორნიკე კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებას შეძლებს, ქართველი ფეხბურთელი გუნდს 18 წლის შესრულების შემდეგ ოფიციალურად შეუერთდება.
1778160290
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში
ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და...
1778159437
ახალი ამბებიპროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გ...
1778159220
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6874 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1778158510
საზოგადოებაგეოლოგიის დარგში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსს, გეოლოგიის დოქტორ მერაბ გაფრინდაშვილს...
1778158453
ახალი ამბებინიკოლ ფაშინიანი: უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირეები არ ვართ
ჯერ კიდევ 2022, ან 2023 წელს ვთქვი, რომ ჩვენ უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირეები არ ვართ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა გაიხ...





























