ნიკოლ ფაშინიანი: უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირეები არ ვართ
ჯერ კიდევ 2022, ან 2023 წელს ვთქვი, რომ ჩვენ უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირეები არ ვართ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა გაიხსენა, რომ სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.
2020 წელს ერევანსა და ბაქოს შორის ომის შემდეგ აზერბაიჯანისთვის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მილოცვის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრებმაც მიულოცეს, მათ შორის ბელარუსმა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ალმათის დეკლარაციას სომხეთისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და ერევანი აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებისას ამ დეკლარაციას ეყრდნობა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის 6 ოქტომბრის პრაღის განცხადებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ორჯერ თქვა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია.
1778159437
ახალი ამბებიპროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გ...
1778159220
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6874 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1778158510
საზოგადოებაგეოლოგიის დარგში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსს, გეოლოგიის დოქტორ მერაბ გაფრინდაშვილს...
1778157450
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
8 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონში, სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრც...
1778156313
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მ...





























