პრემიერი: საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს - „დიფ სთეითისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა
„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, „დიფ სთეითისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მაგალითია ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებული არჩევნები ან უკრაინაში ამ კუთხით არსებული რთული ვითარება, რადგან ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი, მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად, უპრობლემოდ აღიარებენ.
„რადგან არჩევნებზე ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ ვერევით, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებს ან უკრაინაში ამ კუთხით არსებულ რთულ ვითარებას გადავხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს დაქვემდებარებულ ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი, მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად, ისინი უპრობლემოდ აღიარებენ.
საგულისხმოა, რომ ევროპულ ბიუროკრატიას, საქართველოს მსგავსად, პრობლემები ჰქონდა უნგრეთთან, ვიდრე ქვეყანას ვიქტორ ორბანი მართავდა, აგრეთვე სლოვაკეთთან და სერბეთთან, ანუ ქვეყნებთან, ხელისუფლებებთან და ლიდერებთან, რომლებიც გამოკვეთილად ეროვნულ პოლიტიკას ატარებენ.
ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. „დიფ სთეითისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, საქართველო უსაფუძვლო კრიტიკისა და ცრუ ბრალდებების ქარცეცხლშია გახვეული.
ამ ფონზე, ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს ილუზია, რომ სხვა სახელმწიფოების მსგავსად, რომლებიც არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არიან დაქვემდებარებული, საქართველოც შეიძლება დაჰყვეს „დიფ სთეითის“ თამაშის წესებს და ამით, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ის ტურბულენტობა, რომელშიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ბიუროკრატია ამყოფებს. ამ ილუზიის თავს მოხვევაა სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ძალის მიზანი. ეს არის ილუზია, რომლის ვერშეცნობის ფასსაც დღემდე იხდიან ერთ დროს ყველაზე წარმატებული ევროპული სახელმწიფოები. ეს არის ფასი, რომელმაც ეს ქვეყნები ეკონომიკურ სტაგნაციამდე, იდენტობის მოშლამდე და უმძიმეს ღირებულებით კრიზისამდე მიიყვანა“, - განაცხადა პრემიერმა.
1783926955
ახალი ამბებიბრალდებულმა თბილისში, ღამის კლუბის მიმდებარედ, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელს - დაკავებული 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს....
1783925252
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდ...
1783924026
მსოფლიოევროპაში უკიდურესი სიცხის გამო საერთო ჯამში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
დასავლეთ ევროპაში რეკორდული სიცხის ტალღის შედეგად ჯამში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სიკვდილიანობის ყოველდღიური მონიტორინგის სისტემის (EuroMOM...
1783922270
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...
1783920014
ახალი ამბებიბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი...































