პრემიერი: საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა ბერკეტს, რომელიც „დიფ სთეითის“ არსენალშია

„საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც „დიფ სთეითს“ აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც.

„იოლად ახსნადია ისიც, თუ რატომ იქცა საქართველო, ქართველი ხალხი და მის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლება „დიფ სთეითის“ მთავარ სამიზნედ 2022 წლის შემდეგ, როდესაც საქართველომ მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქვა, ანუ არ წავიდა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, 2008 წლისგან განსხვავებით არ წამოეგო „დიფ სთეითის“ მორიგ ავანტიურას და საკუთარი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეკონომიკის მტკიცედ დაცვა გადაწყვიტა.

სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ, ეროვნულ პოზიციას უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წამოწყებული აბსურდული, მაგრამ მძიმე პროცესი, რომლის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც „დიფ სთეითს“ აქვს არსენალში, მათ შორის ერთ დროს ავტორიტეტულ ევროპულ ინსტიტუტებს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაც, რომელიც სრულად იმეორებს აბსურდულ ბრალდებებს, რომლებსაც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატია საქართველოში რადიკალიზმისა და რევოლუციური პროცესების წასახალისებლად იყენებს, რაც, მათი გათვლით, საბოლოოდ, ხელისუფლების ცვლილებით და ხელისუფლებაში მათი მორჩილი აგენტურის დაბრუნებით უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, რეზოლუციაში გაჟღერებული ბრალდებები რომ აბსურდულია, ამას თავად ეუთოს დოკუმენტები და განცხადებებიც მოწმობს.

„რეზოლუციაში გაჟღერებული ბრალდებები რომ აბსურდულია, ამას თავად ეუთოს დოკუმენტები და განცხადებებიც მოწმობს. ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ეჭვქვეშ არის დაყენებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების, ანუ იმ არჩევნების ლეგიტიმურობა, რომელიც თავად ეუთომ და ოდირმა შემდგარად და კონკურენტულად შეაფასეს. დავესესხები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელს, დანიელ ფესლერს, რომელმაც სესიაზე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული „არჩევნები იყო იდეალურად ორგანიზებული, სამართლიანი და არანაირი დარღვევა არ ყოფილა, თუმცა, მისი შედეგები არაერთი ევროპული ქვეყნისთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა“.

უსიამოვნების მიზეზი მარტივია - „დიფ სთეითის“ მიზნების საწინააღმდეგოდ, 2024 წელსაც საქართველოს მოსახლეობამ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა და არა აგენტურა, არამედ ეროვნული ხელისუფლება აირჩია. ეს რომ გაცნობიერებული არჩევანი იყო, 2025 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა, სადაც მმართველ პარტიას მილიონ ასი ათასზე მეტმა ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მყარი ნდობა“, - განაცხადა პრემიერმა.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783926955

ახალი ამბები

ბრალდებულმა თბილისში, ღამის კლუბის მიმდებარედ, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელს - დაკავებული 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს....

დაკავებული 1 პირი

1783925252

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდ...

ნარკოტიკი

1783924026

მსოფლიო

ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო საერთო ჯამში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ ევროპაში რეკორდული სიცხის ტალღის შედეგად ჯამში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.   სიკვდილიანობის ყოველდღიური მონიტორინგის სისტემის (EuroMOM...

ძლიერი სიცხე

1783922270

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...

ამინდი  - ამინდი

1783920014

ახალი ამბები

ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება

ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი...

საბავშვო ბაღი