ბექა ოდიშარია: მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და მუნიციპალიტეტის ეს შეთავაზება მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს
„ნამდვილად ვერ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვათ, თითქოს თბილისი არ არის უსაფრთხო ქალაქი, ან არ არის სინათლის ქალაქი, მიუღებელია ასე საუბარი. ასევე მიუღებელია თქვენი ქსენოფობიის ზღვარზე გავლილი განცხადებები. ბათუმში აშენდება ბათუმური და თბილისში - თბილისური ქალაქი, გაკეთდება ქართული საქმე და მიმაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები 21-ე საუკუნეში მიუღებელია. ჩვენ უნდა მივესალმოთ უდიდესი დეველოპერული კომპანიის, EMAAR ჯგუფის საინვესტიციო პროექტს - ასეთ უპრეცედენტო ინიციატივას საქართველოს ისტორიაში, რადგან მსგავსი ბევრ ევროპულ ქალაქშიც კი არ ყოფილა“, - ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„შემიძლია მოგაწოდოთ რეიტინგული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხო ქალაქების რეიტინგი, სადაც პირველ ადგილზე აბუ-დაბია, მეორეზე დოჰა და ა.შ. სწორედ აზიური ქვეყნების ქალაქები იკავებს პირველ ხუთეულს. თუ პოლიტიკური ინტერესი და ქვეყანა არ გადარდებთ, მოერიდეთ და თბილისელების და ბათუმელების ინტერესებს მაინც ნუ აზიანებთ. არაჩვეულებრივი ინვესტიცია ხორციელდება თბილისსა და ბათუმში, რომელიც წარმოუდგენელ ეფექტს მოიტანს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ
დღევანდელ გამოსვლაში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ყურადღება გაამახვილა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს.
„რვა წლის განმავლობაში კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ დეველოპერთან მქონდა ურთიერთობა, მაინც არ მქონდა საშუალება, ორივე მხარესთან გარიგება შემდგარიყო, ამის მიზეზი კი უმეტესწილად მოსახლეობა იყო. მინდა, მივმართო მათ, რომ მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და მუნიციპალიტეტის მხრიდან ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. სახლების მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება, ამ პროგრამით კი მათი ქონების ფასი ორმაგდება, საცხოვრებელი გარემო კი უსაფრთხო გახდება“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ
ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში ახალგაზრდებს მიმართა და „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამაზე ისაუბრა.
„მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, რომ პროფესიულ გადამზადებას დიდი უპირატესობა აქვს, რადგან მოთხოვნა პროფესიულ საქმიანობაზე დიდია. ეს შესწავლილია მუნიციპალიტეტის და გუნდის მიერ. პროფესიული სასწავლებლის დახმარებით მიიღებ ცოდნას და დასაქმდები. აღნიშნული პროგრამა მერიამ 10 ათას ახალგაზრდაზე გამოყო, ხოლო 12 ათასმა მიმართა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პროგრამაზე მოთხოვნა 100%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
1761926121
სპორტიმათე გოგობერიშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელზეც მათე გოგობერიშვილმა (-60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე თურქი იუნუს ემრე უსუნბო...
1761924100
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: 10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდან გამომდინარე
10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ა...
1761922478
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური სარეველა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა
„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალო ოთხი წელი ამ ქალაქისთვის საუკეთესო იქნება. ის პოლიტიკური სარეველა კი, რომელიც ჩვენს სამშობლოს ბოლო პერიოდის განმავლობაში ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა და ეს ქვე...
1761921508
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7139 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1761919549
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: აუცილებელია, სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუძვლად ბაზრის კვლევის შედეგები დაედება
„უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის თანახმად, აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუ...































