გივი მიქანაძე: აუცილებელია, სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუძვლად ბაზრის კვლევის შედეგები დაედება
 
                „უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის თანახმად, აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუძვლად ბაზრის კვლევის შედეგები დაედება“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
გივი მიქანაძის თქმით, კონცეფციის დოკუმენტის განხილვის პროცესში მიზნობრივი ჯგუფები აქტიურად იქნებიან ჩართულნი და მათთან შეხვედრები გაგრძელდება.
„კონცეფცია, არსებული პრობლემების დაძლევის მიზნით, სწორ მიმართულებებსა და გზებს გვთავაზობს. ამას უკვე ნათლად ხედავენ პროცესში ჩართული მხარეებიც. გუშინ პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა და მათი ჩართულობით დეტალურად განვიხილეთ კონცეფციის დოკუმენტი. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებმა ცალსახად დააფიქსირეს პოზიცია, რომ განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც კონცეფციაში არის ასახული, რეალურია და მათი დაძლევისთვის ინტენსიური მუშაობაა საჭირო.
ჩვენ ვაგრძელებთ დოკუმენტის განხილვის მიზნით შეხვედრებს, დღეს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან. იმ ადამიანებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ასობით და ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დასაქმებას, დეტალურად განვიხილეთ უმაღლესი განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია“, – აღნიშნა მინისტრმა.
1761927268
ახალი ამბებიბექა ოდიშარია: მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და მუნიციპალიტეტის ეს შეთავაზება მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს
„ნამდვილად ვერ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვათ, თითქოს თბილისი არ არის უსაფრთხო ქალაქი, ან არ არის სინათლის ქალაქი, მიუღებელია ასე საუბარი. ასევე მიუღებელია თქვენი ქსენოფობიის ზღვარზე გავლილი განცხ...
1761926121
სპორტიმათე გოგობერიშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელზეც მათე გოგობერიშვილმა (-60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე თურქი იუნუს ემრე უსუნბო...
1761924100
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: 10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდან გამომდინარე
10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ა...
1761922478
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური სარეველა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა
„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალო ოთხი წელი ამ ქალაქისთვის საუკეთესო იქნება. ის პოლიტიკური სარეველა კი, რომელიც ჩვენს სამშობლოს ბოლო პერიოდის განმავლობაში ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა და ეს ქვე...
1761921508
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7139 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

















 
                                     
                                     
                                     
                                         
                                         
                                         
                                         
                                        













