კონსტანტინე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური სარეველა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალო ოთხი წელი ამ ქალაქისთვის საუკეთესო იქნება. ის პოლიტიკური სარეველა კი, რომელიც ჩვენს სამშობლოს ბოლო პერიოდის განმავლობაში ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა და ეს ქვეყანა დაისვენებს“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე ზარნაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„თუკი ჩვენი ოპონენტები დაინტერესდებიან, თუ რატომ არიან წარმოდგენილი დედაქალაქის საკრებულოში ამ რაოდენობით პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, ვუპასუხებ, რომ ჩვენსა და მათ შორის იმხელა განსხვავებაა მორალურად, რამხელაც ადამიანობასა და არა ადამიანობას შორის.

აქამდე მათ უსამშობლოებს, უღმერთოებს ვეძახდით, ახლა კი აღმოჩნდა, რომ ლეშიჭამია სვავებიც არიან, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირთ. მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო შეიძლება ადამიანი და მისი ოჯახი არ დაინდონ და ისეთი სიტყვებით მოიხსენიონ ისინი სოციალურ ქსელში, როგორი სიტყვებითაც იხსენიებდნენ ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს და თანამებრძოლს, რომელიც უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

კონსტანტინე ზარნაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ სწორედ ე.წ. სინდისის პატიმრებიდან მოდიოდა ეს შემზარავი ფაქტი და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართა.

„ჩვენი გუნდის სახელით მივმართავ პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, გთხოვთ, ის საქმე, რომელიც დაიწყეთ პოლიტიკურად მათი განადგურების ნაწილში, მიიყვანოთ ბოლომდე. იცოდეთ, გვერდით გიდგავართ და ჩვენ უკან ძალიან ბევრი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ბევრად კარგ სახელმწიფოში მათ გარეშე, ჩვენი ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი კი სულ მალე გაორმაგებული და გასამმაგებული იქნება“,- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761927268

ახალი ამბები

ბექა ოდიშარია: მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და მუნიციპალიტეტის ეს შეთავაზება მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს

„ნამდვილად ვერ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვათ, თითქოს თბილისი არ არის უსაფრთხო ქალაქი, ან არ არის სინათლის ქალაქი, მიუღებელია ასე საუბარი. ასევე მიუღებელია თქვენი ქსენოფობიის ზღვარზე გავლილი განცხ...

ბექა ოდიშარია

1761926121

სპორტი

მათე გოგობერიშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელზეც მათე გოგობერიშვილმა (-60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე თურქი იუნუს ემრე უსუნბო...

მათე გოგობერიშვილი

1761924100

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: 10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდან გამომდინარე

10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ა...

ლევან ჟორჟოლიანი

1761921508

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7139 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ბიზნესი

1761919549

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: აუცილებელია, სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუძვლად ბაზრის კვლევის შედეგები დაედება

„უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის თანახმად, აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუ...

გივი მიქანაძე