ლევან ჟორჟოლიანი: 10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდან გამომდინარე

10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები.

„პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დააანონსა, საქართველოს მთავრობა დაიწყებს 10-წლიან სტრატეგიაზე მუშაობას, ეს იქნება სტრატეგია 2026-2035. ჩვენ ახლა მოქმედი სტრატეგია გვაქვს 2030. განახლებულ სტრატეგიაში ჩაიდება განახლებული მიზნები, ის იქნება გაცილებით ლაკონიური, მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ, დარგმა რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდან გამომდინარე. ჩვენც და მოსახლეობამაც უნდა იცოდეს, თუ სად იქნება ესა თუ ის დარგი, ესა თუ ის ინფრასტრუქტურა და რამდენი წლის მერე და რა მდგომარეობაში და რა შედეგები გვექნება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და თავდაცვის მიმართულებებით“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761927268

ახალი ამბები

ბექა ოდიშარია: მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და მუნიციპალიტეტის ეს შეთავაზება მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს

„ნამდვილად ვერ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვათ, თითქოს თბილისი არ არის უსაფრთხო ქალაქი, ან არ არის სინათლის ქალაქი, მიუღებელია ასე საუბარი. ასევე მიუღებელია თქვენი ქსენოფობიის ზღვარზე გავლილი განცხ...

ბექა ოდიშარია

1761926121

სპორტი

მათე გოგობერიშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელზეც მათე გოგობერიშვილმა (-60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე თურქი იუნუს ემრე უსუნბო...

მათე გოგობერიშვილი

1761922478

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური სარეველა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალო ოთხი წელი ამ ქალაქისთვის საუკეთესო იქნება. ის პოლიტიკური სარეველა კი, რომელიც ჩვენს სამშობლოს ბოლო პერიოდის განმავლობაში ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა და ეს ქვე...

კონსტანტინე ზარნაძე

1761921508

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7139 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ბიზნესი

1761919549

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: აუცილებელია, სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუძვლად ბაზრის კვლევის შედეგები დაედება

„უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის თანახმად, აუცილებელია, რომ სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო პროგრამები თანხვედრაში იყოს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებს საფუ...

გივი მიქანაძე