ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი

ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ის აღნიშნავს, სურს მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.

„მოგესალმებით,
საზოგადოება უკვე წლებია თვალს ადევნებს კონკრეტული ძალების მხრიდან მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს, თუმცა, ბოლო პერიოდში, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიმაჩნდა, რომ ასეთ აბსურდზე დროის დახარჯვა და რაიმე სერიოზული პასუხის გაცემა არ ღირდა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება. დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა.

სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს, დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ.

მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. “ქოლცენტრებს” ვმფარველობ, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შევდივარ უკანონო გარიგებებში და ა.შ. მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია.

ამის ნაცვლად, მყვირალა სათაურებითა და დამაინტრიგებელი ტექსტებით გაჯერებულ სიუჟეტებში, დამაჯერებლობის ელფერის შესაქმნელად იყენებენ ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.

მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა. მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.

მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა“, - წერს იგი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790770264

მსოფლიო

ისრაელის ფინანსთა მინისტრი: ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელის მკვლელობა სცადა, ისე უნდა დაისაჯოს, თითქოს ისინი მართლაც დახოცა

ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილ თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელ...

ისრაელის ფინანსთა მინისტრი

1790769837

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი ოქტომბრის მნიშვნელობაზე და ოპოზიციის მხრიდან ამ თარიღის საკრალურად გადაქცევის მცდელობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც...

დავით ქართველიშვილი

1790768550

საზოგადოება

ჩინეთში ვიზიტად მყოფი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა. კახა კალაძემ ნანკინის მერს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლი...

კახა კალაძე

1790767132

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირი შეიძლება, თანაბარ სახელმწიფოთა კავშირიდან გადაიქცეს კავშირად, სადაც გადაწყვეტილების მიღებისას პატარა ქვეყნების აზრი აღარ ჩაითვლება მნიშვნელოვნად

„ევროკავშირში დიდი კრიზისია და ამ კრიზისის დაძლევის გზად მიჩნეული აქვთ, დიდ ქვეყნებს, ანუ, კავშირის ძველ წევრებს ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლება გადაწყვეტილებების მიღების“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმ...

პარლამენტის დეპუტატი

1790765160

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: დღეს ვუყურებთ, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია არა მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, უფლებების გაძლიერება-გაფართოებაზე, არამედ სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვაზე

„ევროკავშირი რა კრიტერიუმებისა და პრინციპების საფუძველზე შეიქმნა? მისი მიზანი იყო, რომ თავისუფალი სახელმწიფოების სუვერენიტეტი უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილიყო და სხვა სახელმწიფოებისთვის ევროკავში...

გურამ მაჭარაშვილი