ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით
„საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფი ტემპებით განვითარებას, აგვისტოს თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს გაუტოლდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის ბოლო მონაცემების შეფასებისას ხაზი გაუსვა, რომ ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მასში არაერთ სექტორს შეაქვს მაღალი კონტრიბუცია, მათ შორის - დამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, ჯანდაცვის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და სხვა სექტორებს.
„აქვე უნდა აღინიშნოს, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები - რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით. ხაზს გავუსვამდი ადგილობრივი ექსპორტის ზრდის მაჩვენებელს, რომელიც 63%-ს აჭარბებს და რეკორდულ 3.3 მლრდ აშშ დოლარს აღწევს“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არსებული შედეგების ფონზე არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით დაადასტურა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.
ამასთან, ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული დაზუსტება ხდება იმ ფონზე, როცა რეგიონის არაერთი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირების მიმართულებით კორექტირდება.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ერთი მხრივ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მეორე მხრივ კი სტრუქტურული რეფორმების გატარებას, რომლებიც, მათ შორის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზეა მიმართული და საბოლოო ჯამში პროდუქტიულობის ზრდას უწყობს ხელს, რაც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებულ შედეგებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
1790770264
მსოფლიოისრაელის ფინანსთა მინისტრი: ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელის მკვლელობა სცადა, ისე უნდა დაისაჯოს, თითქოს ისინი მართლაც დახოცა
ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილ თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელ...
1790769837
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს
თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი ოქტომბრის მნიშვნელობაზე და ოპოზიციის მხრიდან ამ თარიღის საკრალურად გადაქცევის მცდელობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც...
1790768550
საზოგადოებაჩინეთში ვიზიტად მყოფი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს შეხვდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა. კახა კალაძემ ნანკინის მერს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლი...
1790767132
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირი შეიძლება, თანაბარ სახელმწიფოთა კავშირიდან გადაიქცეს კავშირად, სადაც გადაწყვეტილების მიღებისას პატარა ქვეყნების აზრი აღარ ჩაითვლება მნიშვნელოვნად
„ევროკავშირში დიდი კრიზისია და ამ კრიზისის დაძლევის გზად მიჩნეული აქვთ, დიდ ქვეყნებს, ანუ, კავშირის ძველ წევრებს ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლება გადაწყვეტილებების მიღების“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმ...
1790765160
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: დღეს ვუყურებთ, რომ ევროკავშირი ფოკუსირებულია არა მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, უფლებების გაძლიერება-გაფართოებაზე, არამედ სახელმწიფოების უფლებების შეზღუდვაზე
„ევროკავშირი რა კრიტერიუმებისა და პრინციპების საფუძველზე შეიქმნა? მისი მიზანი იყო, რომ თავისუფალი სახელმწიფოების სუვერენიტეტი უფრო მაღალი ხარისხით უზრუნველყოფილიყო და სხვა სახელმწიფოებისთვის ევროკავში...



























