დავით ქართველიშვილი: მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს
თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი ოქტომბრის მნიშვნელობაზე და ოპოზიციის მხრიდან ამ თარიღის საკრალურად გადაქცევის მცდელობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, რადიკალების კრახი სწორედ 1-ელ ოქტომბერს დაიწყო, თუმცა დასკვნები საკუთარ შეცდომებსა და ჩადენილ დანაშაულებზე მათ დღემდე არ გაუკეთებიათ.
დავით ქართველიშვილი მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას, რომ არც მოქმედი და არც მომავალი ხელისუფლებისათვის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და რა თქმა უნდა, თავად პარტია, საფრთხეს, თავისი დესტრუქციული შინაარსიდან გამომდინარე, აღარ წარმოადგენენ.
„ხვალინდელი დღის ქართული პოლიტიკის საკრალურ წყალგამყოფად არჩევა რადიკალური ოპოზიციისთვის დიდი ხანია ირონიულ ფსიქოლოგიურ დრამად იქცა. მანიაკალური და სუიციდური სიჯიუტით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ყოველ ჯერზე სწორედ ამ კალენდარულ თარიღს ირჩევენ, 1 ოქტომბერს - წმინდა ბიძინას ხსენების დღეს, მათთვის საძულველი ივანიშვილის ზეციური მფარველის დღეს. ყველაფერი 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ არჩევნები ხმაურიანად წააგო „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა დასკვნები არ გაუკეთებია.
2021 წელს მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ტრიუმფალურად (როგორც თვითონ ეგონა) დაბრუნებულიყო ქვეყანაში რძის პროდუქტების დატვირთული ტრაილერით სწორედ თავისი მთავარი ოპონენტის ანგელოზის დღეს, რითაც საკუთარი გაკოტრებული პოლიტიკური გავლენის ნარჩენები - ციხის საკანზე გაცვალა და ისევ იმავე საკრალურ ფოცხს დააბიჯა.
მორიგი საიუბილეო (5 წელი) თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებმა თბილისის მერიას მიმართეს, პარლამენტის შენობასთან „მასშტაბური" მხარდამჭერი აქციის გამართვის თხოვნით, თუმცა, დედაქალაქის მერიამ მათ ოფიციალური უარით უპასუხა.
ეს აკრძალვა არა ადმინისტრაციულ რესურსად, არამედ ოპოზიციის დეგრადაციის 14-წლიანი ისტორიის ლოგიკურ ეპილოგად გამოიყურება. მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს. რიგითი მოქალაქეც კი, 1-ელ ოქტომბერს აღიქვამს არა „დემოკრატიისთვის ბრძოლად“, არამედ უაზროდ გაწელილ იაფფასიან სერიალად ცნობილი ფინალით, სადაც მთავარი გმირები თანაგრძნობას კი არა, ირონიულ ღიმილს იწვევენ.
თუმცა, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მიტინგების მიმართ სიხისტის გამოჩენა და აკრძალვა, ალბათ, ზედმეტი დაზღვევაა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის დაკავების 15 წლისთავზე იმდროინდელ ხელისუფლებას სრულიად მშვიდად შეეძლება ამ აქციის ნებართვის გაცემა, ვინაიდან რადიკალების შიში მათ არც დღეს აქვთ და არც პერსპექტივაში ექნებათ თუ, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები იმ დროისთვის საერთოდ იარსებებენ, როგორც პოლიტიკური სახეობა. მეტიც, მათი გაქრობის პირობებშიც კი, ხელისუფლებას შეუძლია თვითონვე აღნიშნოს სააკაშვილის დაკავების 15 წლისთავი, გამოჰყოს ამისთვის სცენაც და მიკროფონები...,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
1790764898
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვ...
1790764016
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI-ის კვლევაზე: აგენტურული ოპოზიცია იმდენად განადგურებულია, რომ უკვე საკუთარ რეიტინგებსაც ემალება, ეს ნიშნავს, რომ აგენტურული საქმიანობით ჩვენს ქვეყანაში წარმატებას ვერავინ მიაღწევს
აგენტურული ოპოზიცია იმდენად განადგურებულია, რომ უკვე საკუთარ რეიტინგებსაც ემალება, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილ...
1790763912
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ დონეზე დაეცა
„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ დონეზე დაეცა, სააკაშვილის სტილში იბრალებს, თითქოს საქართველო მან ააშენა“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მ...
1790761912
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე სასამართლომ ერთ პირს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის და საბრძოლო მასალი...
1790761582
საზოგადოებაგანათლების სამინისტრო: ზოგიერთი სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანა წარმოადგენს დროებით აუცილებლობას
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუ...



























