შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს რომ ვუყურებ ბრიუსელსა და ზოგიერთ დედაქალაქში, საქართველოში ტანკსაც შემოიყვანდა დემოკრატიის დასამყარებლად, საშუალება არ აქვთ, თორემ, ზოგიერთს ჭკუა არ მოეკითხება
ქართველ ხალხს კარგად ემახსოვრება, როგორ მოიქცნენ ის ადამიანები, რომელთაც ყველანაირად ვემეგობრეთ, იმათმა კი, წვრილმან სააკაშვილებსა და წვრილმან პოლიტიკურ ინტრიგებში გაგვცვალეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროცესი, რომელიც სანქციების თემას მოჰყვა, დიდი ლუსტრაციის ეტაპი იყო, გამოჩნდა, ვინ არის მეგობარი და ვინ – არა.
„რაც შეეხება სანქციებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ჰქონდა, გაგვერკვია, ვინ არის ჩვენი მეგობარი და არამეგობარი. ამ მხრივ, ეს პროცესი დიდი ლუსტრაციის ეტაპი იყო, რაც ვიხილეთ. ყველაფერი კარგად გამოჩნდა.
ბალტიელების ქცევა ვნახეთ, როგორი იყო ქართველი ხალხის მიმართ. ეს ის დასკვნებია, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებების თაობაზე, რომელთაც წლები და ბევრი ხელისუფლების ცვლა დასჭირდებათ, რომ ქართველების გული კიდევ ერთხელ მოიგონ. სამწუხაროდ, ის დანა, რომელიც ზოგიერთმა ხელისუფლებამ ზურგში ჩაგვარტყა, რა თქმა უნდა, გვემახსოვრება.
ქართველ ხალხს კარგად ემახსოვრება, როგორ მოიქცნენ ის ადამიანები, რომელთაც ყველანაირად ვემეგობრეთ – ძმობა, პარტნიორობა და გვერდში დგომა ვაჩვენეთ. იმათმა კი, წვრილმან სააკაშვილებსა და წვრილმან პოლიტიკურ ინტრიგებში გაგვცვალეს. იმ ხალხმა, ვინც ჩვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში იყო, საბჭოთა კავშირის დროს. მათ კიდევ უფრო მეტი ზიანის მოყენება განიზრახეს, ვიდრე სხვებმა. სანქციებს მნიშვნელოვანი ლუსტრაციის ეფექტი ჰქონდა და ამას კარგად ვხედავთ.
მათ შორის, ბრიუსელის ამ ქცევამ ქართველ ხალხს დაანახა, რომ ღირებულებებსა და ბრიუსელს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური დღის გამტარებელი ინსტიტუციაა. ზოგიერთს რომ ვუყურებ ბრიუსელსა და ზოგიერთ დედაქალაქში, სანქციები კი არა, მათი ნება რომ იყოს, საქართველოში ტანკსაც შემოიყვანდა დემოკრატიის დასამყარებლად. საშუალება არ აქვთ, თორემ, ზოგიერთს ჭკუა არ მოეკითხებათ. ვატყობთ, ზოგიერთი ამის გამკეთებელიცაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1770799071
მსოფლიოორბანი: 2027 წლისთვის ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა
„ბრიუსელის ელიტის ოფიციალურმა გამოცემა „პოლიტიკომ“ ბრიუსელისა და კიევის უახლესი საომარი გეგმა, ზელენსკის ხუთპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ....
1770797795
ახალი ამბებიგლდანის მერვე მიკრორაიონში მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოებ...
1770797048
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა
ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას იმისთვის, რომ განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება უსაფ...
1770796985
ახალი ამბებიდიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოები იოანე პ...
1770796248
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელმა ევროკავშირის დროშა ძალადობასთან გააიგივა, დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება
ევროკავშირის დროშა სადაც არის ოპოზიციონერების ხელში, იქ არის ძალადობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოში ძალადობა ევროპის ს...






























