შალვა პაპუაშვილი: შენს ქვეყანას როცა ებრძვი, მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოღალატეებს დაერქვას მოღალატეები და ისინი პოლიტიკაში არ იყვნენ
შენს ქვეყანას როცა ებრძვი, ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ. მათ პოლიტიკური სასჯელი უკვე მიღებული აქვთ, რაც არჩევნებზეც გამოიხატა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საბოტაჟის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, მოღალატეებს მოღალატეები დაერქვას და ისინი პოლიტიკაში არ იყვნენ.
„ამ პოლიტიკოსების ქმედებები ჩვენ თვალწინ ხდებოდა, რაც შეიძლება, თავისუფლად შეფასდეს, როგორც ღალატი პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორ შეფასდება სამართლებრივად, ეს მართლმსაჯულების საკითხია. მგონი, მოსახლეობამ როგორც ქვეყნის ღალატი, ისე შეაფასა, როცა ცდილობ, ხან ბომბების წვიმა გამოიწვიო, ხან სანქციების, ხან – განცხადებების. შენს ქვეყანას როცა ებრძვი, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ. მათ პოლიტიკური სასჯელი უკვე მიღებული აქვთ, რაც არჩევნებზეც გამოიხატა.
ქართველი უსამშობლოების მოქმედებას როცა პოლიტიკურ ჭრილში ვაფასებთ, ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში, ამას ღალატი ერქვა. ისტორიაში ნანახი გვაქვს, როცა ქართველები სხვადასხვა დედაქალაქში დარბოდნენ, ხან აღმოსავლეთში, ხან ჩრდილოეთში, ხან სამხრეთში, ხანაც დასავლეთში, რათა იქ შეეკრათ რაზმი და გადაეგდოთ შენი ქვეყნის ხელისუფლება, ძირი გამოეთხარათ. ეს ყოველთვის ღალატი იყო. ამას ვინც სჩადიოდნენ, ბაღვაშები, ლიპარიტები, ორჯონიკიძეები და სხვები, საზოგადოებამ ყველას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა და მოღალატე უწოდა.
მოღალატეობა ჰქვია, როცა სხვაგან გარბიხარ, რათა უცხო გამოიყენო შენ წინააღმდეგ. ეს გზა აირჩიეს და პოლიტიკურად ასე შეფასებულია. სისხლის სამართლის ნაწილს მართლმსაჯულება დაადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოღალატეებს მოღალატეები დაერქვას და ისინი პოლიტიკაში არ იყვნენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1770799212
საზოგადოებავითარება გზებზე - სად არის მოძრაობა დაშვებული?
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (...
1770799148
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს რომ ვუყურებ ბრიუსელსა და ზოგიერთ დედაქალაქში, საქართველოში ტანკსაც შემოიყვანდა დემოკრატიის დასამყარებლად, საშუალება არ აქვთ, თორემ, ზოგიერთს ჭკუა არ მოეკითხება
ქართველ ხალხს კარგად ემახსოვრება, როგორ მოიქცნენ ის ადამიანები, რომელთაც ყველანაირად ვემეგობრეთ, იმათმა კი, წვრილმან სააკაშვილებსა და წვრილმან პოლიტიკურ ინტრიგებში გაგვცვალეს, - ამის შესახებ საქართველ...
1770799071
მსოფლიოორბანი: 2027 წლისთვის ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა
„ბრიუსელის ელიტის ოფიციალურმა გამოცემა „პოლიტიკომ“ ბრიუსელისა და კიევის უახლესი საომარი გეგმა, ზელენსკის ხუთპუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ....
1770797795
ახალი ამბებიგლდანის მერვე მიკრორაიონში მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი სამუშაოებ...
1770797048
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა
ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას იმისთვის, რომ განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება უსაფ...






























