ჩემი პროგნოზით, პიკი შემოდგომაზე იქნება - თენგიზ ცერცვაძე

ჩემი პროგნოზით, პიკს შემოდგომაზე მიაღწევს და ეს არ იქნება ისეთი დრამატული მატება და ისეთი პიკი, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ მაინც იქნება ახალი ტალღა. ვფიქრობ გაცილებით რბილი, ვიდრე პირველი 6 ტალღა იყო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ტურისტული სეზონია, მოგზაურობა გაიზარდა და ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში მოგზაურობისას დაინფიცირდა. ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში დომინანტი გახდა BA4 და BA5 შტამები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდებიან, ვიდრე იყო მანამდე გავრცელებული BA2 შტამი. ჩემი პროგნოზით, პიკს შემოდგომაზე მიაღწევს და ეს არ იქნება ისეთი დრამატული მატება და ისეთი პიკი, როგორიც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ მაინც იქნება ახალი ტალღა. ვფიქრობ გაცილებით რბილი, ვიდრე პირველი 6 ტალღა იყო. ყველაზე კარგი გამოსავალი ისევ არის ვაქცინაცია. სამწუხაროდ, იცით თქვენ რომ საქართველო ვაქცინაციაში მოიკოჭლებს“, - განაცხადა მან.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ პირს დაუდასტურდა კოვიდი, ის უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს, რის შემდეგაც მას საჭიროებისამებრ მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ დაენიშნება.

„როდესაც ვინმეს ეწყება ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა ან სურდო, ეს არ იცი შენ ეს კოვიდია თუ სხვა რესპირაციული დაავადება. პირველივე დღეს ან მაქსიმუმ მეორე დღეს უნდა გაიკეთოს ტექსტი. თუ იქნება დადებითი, დაამყაროს კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, ის შეაფასებს პაციენტს არაფერი სჭირდება თუ მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ გვაქვს ამისთვის უახლესი ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს, დაუნიშნავენ „პაქსლოვიდს“ და ბინაზე უფასოდ მიართმევენ“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵სინამდვილეში ვის მიუძღვნა დემნა გვასალიამ სასიყვარულო წერილი?

🔵უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

🔵„საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794413989

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი

„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...

თორნიკე ჭეიშვილი

1794411572

ახალი ამბები

ნათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება

„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...

ნათია თურნავა

1794411071

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...

თორნიკე ჭეიშვილი

1794409593

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს

„საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულის...

თამარ იოსელიანი

1794409444

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით

„საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოს...

ირაკლი კობახიძე