დაკავებულია უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები - იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული კ.კ. და იმავე წელს დაბადებული ა.დ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.    

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777097545

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 25 აპრილს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

25 აპრილს, საქართველოს უმეტეს ქალაქებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +15 - წვიმა სოხუმი +16 - წვიმა ზუგდიდი +18 - უმეტესად მზიანი მესტია +4 - თო...

ამინდი  - ამინდი

1777063678

მსოფლიო

ევროკომისარი: აშშ არ გეგმავს რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას

ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა ვაშინგტონში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ არ გეგმავს ახლო აღმოსავლეთში ომის გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებ...

ევროკომისარი

1777062599

ახალი ამბები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.  ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათ...

ააა

1777061368

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი: ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას

ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიზნად ისახავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ირანი შეთავაზებას აკეთებს და ვნახოთ“, - აღნი...

დონალდ ტრამპი

1777059382

ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სიონში წირვას აღავლენს, შემდეგ კი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის

„25 აპრილს, 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან“,...

ილია მეორე